სინგაპური 2015: "წითლებმა" დაამთავრეს

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელ ტურნირზე დასრულდა "წითელ" ჯგუფში ურთიერთობის გარკვევა. მარია შარაპოვამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო - 7:5, 6:1 დაამარცხა იტალიელი ფლავია პენეტა და პირველი ადგილიდან გავიდა ნახევარფინალში.

აპენინელმა, რომელმაც წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო, თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა პროფესიულ ტურში. მან კარიერა დაასულა.

დღის მეორე მატჩში, აგნიეშკა რადვანსკამ პირველი გამარჯვება მოიპოვა ჯგუფურ ეტაპზე - 7:6(5), 6:1 დაამარცხა რუმინელი სიმონა ჰალეპი.

და ეს საკმარისი აღმოჩნდა ნახევარფინალში გასასვლელად. აღვნიშნავთ, რომ პოლონელისთვის ეს იყო მე-500 გამარჯვება კარიერაში. რადვანსკა მე-16 მოქმედი ჩოგბურთელია, ვინც ამ ზღვარს
მიაღწია.

საბოლოო მდგომარეობა "წითელ" ჯგუფში:
1. მარია შარაპოვა - 3 მოგება/0 წაგება, სეტები - 6:1, გეიმები - 41:27.
2. აგნიეშკა რადვანსკა - 1 მოგება/2 წაგება, სეტები - 3:4, გეიმები - 36:36.
3. სიმონა ჰალეპი - 1 მოგება/2 წაგება, სეტები - 2:4, გეიმები - 27:28.
4. ფლავია პენეტა - 1 მოგება/2 წაგება, სეტები - 2:4, გეიმები - 22:35.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული