ვალენსიაში ჩოგბურთი აღარ იქნება

AutoSharing Option
მამაკაცთა პროფესიული ტურნირი ვალენსიაში შეწყვეტს თავის არსებობას. ამის შესახებ გამოაცხადა ამ ტურნირის დირექტორმა, როლან გაროსის ყოფილმა ჩემპიონმა ხუან კარლოს ფერერომ.

"იძულებული ვარ შეგატყობინოთ, რომ ვალენსიამ უკანასკნელად უმასპინძლა ამ ტურნირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.

თავს მოტყუებულად ვგრძნობთ ადგილობივი ხელისუფლებისგან, რომელიც ადრე სრულ მხარდაჭერას აღუთქვამდა შეჯიბრის ორგანიზატორებს", - განაცხადა ფერერომ იტალიურ გამოცემა Ubitennis-თან კომენტარში.

"ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობას, ტურნირი სხვა ქვეყანაში გადავიტანოთ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დეტალები არ არსებობს", - დაამატა ფერერომ.

გასულ კვირას, ვალენსიას ტურნირი პორტუგალიელმა ჟოაო სოუზამ მოიგო, რომელმაც ფინალში ესპანელი
რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული