რეიტინგები: რაფა ნადალი ზემოთ მიდის

AutoSharing Option
ამ კვირას, სრულად დაკომპლექტდა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის შემადგენლობა ლონდონში. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, ამ ბრძოლაში ჩარევის შანსი რჩებოდა რიშარ გასკეს.

ფრანგს უნდა მოეგო ბაზელისა და პარიზის ტურნირები. შვეიცარიული ტურნირის ნახევარფინალში მისი წაგების შემდეგ, ცნობილი გახდა ლონდონის სრული შემადგენლობა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარეის, როჯერ ფედერერს, სტენ ვავრინკას, ტომაშ ბერდიხსა და რაფაელ ნადალს დაემატნენ დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი. საინტერესოა, რომ ასეთი შემადგენლობის პროგნოზირება ჯერ კიდევ ზაფხულში შეიძლებოდა, ასე რომ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

ბაზელში კი გამარჯვება ფედერერმა
მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ნადალი დაამარცხა. სწორედ სეზონში მეექვსე ტიტულის წყალობით, როჯერმა ისევ გაუსწრო მარეის. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, ენდის შეუძლია კვლავ დაიბრუნოს მეორე ადგილი, რადგან ჩოგბურთელებს გამოაკლდებათ ქულები შარშანდელი წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის.

ფინალში გასვლით, ნადალმა ნიშიკორის გაუსწრო და მეექვსე გახდა. ესპანელი ძალიან ახლოს არის პირველ ხუთეულთან - ბერდიხს მხოლოდ 100 ქულით ჩამორჩება.

იმის გამო, რომ გასულ კვირას მოთამაშეებს პარიზის ტურნირისთვის დააკლდათ ქულები, ათეულში ადგილი დაკარგა მილოშ რაონიჩმა. ამასთან, კანადელმა უკვე დაასრულა სეზონი, ასე რომ, წელს TOP10-ში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ექნება. მისი მეცხრე ადგილი გასკეს ერგო, რომელიც ბოლოს ტოპ-ათეულში 2014 წლის აპრილში იყო.

ვალენსიაში ჩატარებულ ტურნირს ATP-250-ის სტატუსი ჰქონდა. კარიერაში მეორე ტიტული მოიგო პორტუგალიელმა ჟოაო სოუზამ. ამან საშუალება მისცა მას 12 პოზიციით ზემოთ ასულიყო და პირველად გამხდარიყო 34-ე ნომერი.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 15 785
2(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 250
3(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 070
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 585
5(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 730
6(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 630
7(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 440
8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 945
9(11). რიშარ გასკე (საფ) 2 770
10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 545

* * *
ქალებმა დაასრულეს წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველად კარიერაში, ასეთი დონის ტურნირში გაიმარჯვა აგნიეშკა რადვანსკამ.

ამასთან, პოლონელმა ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ამიტომაც, მხოლოდ 1180 ქულა დაისაკუთრა. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა წელი მეხუთე პოზიციაზე დაესრულებინა. მეოთხე ადგილზე მყოფ მარია შარაპოვას ის 511 ქულით ჩამორჩება.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 945
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 060
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 200
4(4). მარია შარაპოვა (რუს) 5 011
5(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 500
6(5). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 220
7(8). ფლავია პენეტა (იტა) 3 621
8(9). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 590
9(7). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 590
10(10). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 3 133

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული