რობერტა ვინჩიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
იტალიელმა ჩოგბურთელმა რობერტა ვინჩიმ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში. აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტმა ჟურნალისტებს მოუყვა მიზეზების შესახებ, რამაც ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

"მომავალი სეზონი ბოლო იქნება ჩემსთვის. ალბათ, არ გადავიფიქრებ. რა თქმა უნდა, არ იცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე ყველაფერი.

ახალგაზრდა აღარ ვარ და უბრალოდ, აღარ მინდა ბევრი ვითამაშო. ბევრი გამარჯვება მქონდა, მაგრამ, ხანდახან, დგება გაჩერებისა და ცხოვრების შეცვლის დრო.

სეზონის დასკვნითი ნაწილი ძალიან საინტერესო და წარმატებული გამოვიდა. ბედნიერი ვარ TOP20-ში ყოფნით და მზად ვარ მომდევნო
სეზონისთვის", - განაცხადა 32 წლის ვინჩიმ.

იტალიელმა სეზონის ბოლო 23 მატჩიდან 16 მოიგო. გასულ კვირას, ის WTA Elite Trophy-ში გამოდიოდა და ნახევარფინალამდე გავიდა, სადაც ორ სეტში წააგო ვინუს უილიამსთან - 2:6, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული