ATP World Tour Finals: ფედერერი - სამი მოგებით ნახევარფინალში

AutoSharing Option
გუშინ, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.

ლეგენდას, მოულოდნელად, დიდი ბრძოლა გაუმართა იაპონელმა კეი ნიშიკორიმ. როჯერს ორი საათი და 10 წუთი დასჭირდა აზიელის დასამარცხებლად - 7:5, 4:6, 6:4. ფედერერს ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ყველა გამოიყენა, ნიშიკორიმ კი ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

მაშ ასე, როჯერ ფედერერი, პირველი ადგილიდან გადავიდა ნახევარფინალში. გვიან, სტენ სმიტის ჯგუფში ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტომაშ ბერდიხი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული