ATP World Tour Finals: ნადალი ჯოკოვიჩს შეხვდება, ფედერერი - ვავრინკას

AutoSharing Option
გუშინ, 20 ნოემბერს, წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალისტთა ვინაობა საბოლოოდ გაირკვა.

ესპანელმა რაფაელ ნადალმა თანამემამულე დავიდ ფერერთან რთულ დაპირისპირებაში გაიმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა - 6:7, 6:3, 6:4.

ნადალის გარდა, ნახევარფინალის საგზური როჯერ ფედერერმა, სტან ვავრინკამ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვეს.

წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალებში, რომლებიც დღეს გაიმართება, რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, როჯერ ფედერერი კი - სტან ვავრინკას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული