ქალი და სპორტი: მამაკაცთა გულების "ოკუპანტი" ანა კურნიკოვა

AutoSharing Option
იმ­დე­ნი ბურ­თი არ მო­უ­წო­დე­ბია ანა კურ­ნი­კო­ვას თა­ვი­სი სპ­ორ­­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი სტა­ტი­აც შე­უთხ­ზ­ავთ ჟურ­ნა­ლის­ტებს სხვა­დას­ხ­ვა ქვ­ეყ­ნი­დან კორტს მიღ­მა მი­სი ამ­ბე­ბის თუ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ.

კურ­ნი­კო­ვამ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით ბევ­რი ვე­რა­ფე­რი სა­ლა­პარა­კო მის­ცა მსოფ­ლიო მე­დი­ას, სა­მა­გი­ე­როდ, რუს­მა თა­ვის სი­ლა­მა­ზე­ზე აალა­პა­რა­კა პრე­სა, და­იპყ­რო მა­ღალ­ტი­რა­ჟი­ა­ნი ჟურ­ნა­ლე­ბის პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი. მი­სი გუ­ლის მო­სა­გე­ბად სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­კონ­ტ­რაქ­ტოდ ფულს არა­სო­დეს იშუ­რებ­დ­ნენ...

ანა "დი­დი მუ­ზა­რა­დის" სე­რი­ის ტურ­ნი­რე­ბის მხო­ლოდ ორ­გ­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია წყვილ­თა თან­რიგ­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში კი უიმ­ბ­ლ­დო­ნის ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლა მი­სი კა­რი­ე­რის ზე­ნი­ტი აღ­მოჩ­ნ­და.

მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში ეს გო­გო­ნა ყვე­ლა­ზე
მაღ­ლა მე-8 ად­გი­ლამ­დე ავი­და. პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა კი 21 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა.

Sportall.Ge

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ მინ­დო­და დამ­თავ­რე­ბა და ბევ­რ­ჯერ ვი­ფიქ­რე სპორ­ტ­ში დაბ­რუ­ნე­ბაც, მაგ­რამ შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 პრო­ცენ­ტით მზად არ ვი­ყა­ვი და­საბ­რუ­ნებ­ლად და რად­გან არ მა­ხა­სი­ა­თებს, მოვ­კი­დო ხე­ლი იმ საქ­მეს, სა­დაც ბო­ლომ­დე მზად არ ვარ, ამი­ტო­მაც ვერ დავ­ბ­რუნ­დი", - თქვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან.

ეს მი­სი პო­ზი­ცია იყო, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თვალ­საზ­რისს არ ემ­თხ­ვე­ო­და. ეს უკა­ნას­კ­ნელ­ნი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ რად­გან "კურ­ნის" ძა­ლი­ან უჭირ­და, სა­კუ­თარ კორ­ტ­სმიღ­მა პო­პუ­ლა­რო­ბას სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით დას­წე­ო­და, არ­ჩია, სუ­ლაც წა­სუ­ლი­ყო. მე­ტიც, სპორ­ტუ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბი უკ­ვე მის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებ­და.

ამას­თან, მარ­თა­ლია, კურ­ნი­კო­ვა გრა­ფის, სე­ლე­შის და ჰინ­გი­სის კა­ლიბ­რის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი არ გამ­ხ­და­რა მიღ­წე­ვე­ბით, მაგ­რამ მან და­ა­ინ­ტე­რე­სა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩოგ­ბურ­თით და მი­ი­ზი­და ისი­ნი უშუა­ლოდ ტურ­ნი­რებ­სა და ტე­ლეეკ­რა­ნებ­ზე სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის­თ­ვის თვა­ლის სა­დევ­ნებ­ლად.

ანა ეგ­რედ წო­დე­ბუ­ლი "ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის" ძი­ე­ბა­ში უფ­რო აქ­ტი­უ­რი გახ­ლ­დათ. მა­მა­კა­ცე­ბის გუ­ლებს მან უმ­ც­რო­სი ასა­კი­დან შე­უ­ტია, თუმ­ცა შე­მო­ტე­ვა არც სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან აკ­ლ­და.

კურ­ნი­კო­ვას პირ­ვე­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი რო­მა­ნი ცნო­ბილ რუს ჰო­კე­ისტ პა­ველ ბუ­რეს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ას მოჰ­ყ­ვა. თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი სამ­შობ­ლოს იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობ­დ­ნენ, თუმ­ცა არც უშუ­ა­ლოდ მათ შო­რის იყო მა­ინცდამა­ინც ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტომ არას­რუ­ლი ერ­თი წლის რო­მა­ნის შემ­დეგ და­შორ­დ­ნენ.

თუმ­ცა ანას მზე­რა არ სცილ­დე­ბო­და ჰო­კე­ის და ვერც ყი­ნუ­ლის რა­ინ­დე­ბი ანე­ბებ­დ­ნენ თავს რუს ლა­მაზ­მანს. სა­ძი­ნე­ბელ­ში, რომ­ლის კარ­თან ისევ ჩო­გა­ნი და ჰო­კე­ის ყვან­ჯი მი­ე­ყუ­დე­ბი­ნათ, კურ­ნი­კო­ვას ამ­ჯე­რად სერ­გეი ფი­ო­დო­რო­ვი სტუმ­რობ­და.

არც მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა დიდ­ხანს. ფი­ო­დო­რო­ვის მა­მა ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ მის შვილს კურ­ნი­კო­ვას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არც ჰქო­ნია, თუმ­ცა თვი­თონ ჰო­კე­ის­ტი ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ მასთან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო საკ­მა­ოდ თბი­ლად ახ­სენ­დე­ბა.

ჰო­კე­ის­ტე­ბის გარ­და, წერ­დ­ნენ, რომ "კურ­ნის" რო­მა­ნი ჰქონ­და ბრა­ზი­ლი­ელ რო­ნალ­დოს­თან, ავ­ს­ტ­რა­ლი­ელ მარკ ფი­ლი­პუ­სის­თან...

2002 წელს ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სის კლი­პის, Escape-ის გა­და­ღე­ბი­სას კურ­ნი­კო­ვა­სა და ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ასს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­ი­სა­ხა. მომ­ღე­რა­ლი და ექსჩოგ­ბურ­თე­ლი ერთ წე­ლი­წად­ში უკ­ვე მჭიდ­როდ ურ­თი­ერ­თობ­დ­ნენ. ენ­რი­კეს­თან ად­რე რო­მა­ნი ჰქონ­დათ "მის მსოფ­ლი­ოს" ალი­სია მა­ჩა­დოს, ცნო­ბილ მო­დელ ალი­სია ვერ­გა­რას, კი­ნომ­სა­ხი­ობ ჯე­ნი­ფერ ლავ ჰი­უ­იტს, მომ­ღე­რალ კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას... ენ­რი­კეც უდა­ვოდ ნა­ყო­ფი­ე­რად მოღ­ვა­წე­ობ­და სცე­ნის მიღ­მა.

ახ­ლა უკ­ვე თით­ქ­მის 14 წე­ლი­წა­დია, იგ­ლე­სი­ა­სი და კურ­ნი­კო­ვა ერ­თად არი­ან. ამ ხნის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო მე­დი­ამ არა­ერ­თხელ ამ­ც­ნო მკითხ­ველს მა­თი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს არ­ც ერ­თხელ არ და­დას­ტურ­და. წყვილს ბევ­რ­ჯერ მა­თი და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფაც დას­ჭირ­და.

მარ­თა­ლია, ისი­ნი არ უარ­ყო­ფენ, რომ რამ­დენ­ჯერ­მე მარ­თ­ლაც იყ­ვ­ნენ და­შო­რე­ბის ზღვარ­ზე, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე სა­ბო­ლო­ოდ ისევ ერ­თად ყოფ­ნა არ­ჩი­ეს.

Sportall.Ge

"ანა მა­გა­რი გო­გოა. ის არ ჰგავს გლა­მუ­რულ, რო­გორც მე ვუ­წო­დებ "ხუთ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ან" ლა­მაზ­მა­ნებს, რო­მელ­თაც სა­კუ­თარ თავ­ზე უზარ­მა­ზა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ. რო­დე­საც ამ­დენ ხანს ცხოვ­რობ ადა­მი­ან­თან, რა­ღა სა­ჭი­როა ფორ­მა­ლო­ბე­ბი? არა, მე არ ვარ მა­ინცდამა­ინც ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა ცალ­ს­ახად არ ნიშ­ნავს იმას, თით­ქოს მის შემ­დეგ უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. ჩემ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ოდეს­მე მა­მა გავ­ხ­დე, მყავ­დეს შვი­ლე­ბი. მა­მის როლ­ში კი ჩემს თავს მხო­ლოდ კი­დევ ათი წლის შემ­დეგ ვხე­დავ.

სხვა­თა შო­რის, პა­პა­ჩე­მი 80 წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, კი­დევ ერ­თხელ მა­მა რომ გახ­და, ხო­ლო, რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა, ცო­ლი ორ­სუ­ლად ჰყავ­და. ბე­ჭედ­დას­მუ­ლი ქა­ღალ­დი კი არაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ ის, რომ კარ­გი მშობ­ლე­ბი ვი­ყოთ", - ამ­ბობს ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სი.

პა­პა არა, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მთე­ლი ამ 14 წლის ურ­თი­ერ­თო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ენ­რი­კეს სა­ხე­ლო­ვან მა­მას, ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ასს, "მა­რა­დი­ულ სარ­ძ­ლოს­თან" პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა არა აქვს.

"საქ­მე ისაა, რომ ისიც და­კა­ვე­ბუ­ლია და ანაც. მათ ვერ გა­მო­ნა­ხეს დრო ერ­თ­მა­ნე­თის გა­საც­ნო­ბად. თუმ­ცა მა­მამ მითხ­რა, რომ ანა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი გე­მოვ­ნე­ბა მაქვს", - გვ­არ­­წ­მუ­ნებს ენ­რი­კე.

წყვილს სახ­ლი მა­ი­ა­მი­ში აქვს, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. იქ­ვე კორ­ტი­ცაა ანას­თ­ვის. ეს მი­ლი­ო­ნე­რე­ბის უბა­ნია, სა­დაც მათ მე­ზობ­ლად ენ­რი­კეს პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ - შე­რი, გლო­რია ეს­ტე­ბა­ნი, რი­კი მარ­ტი­ნი, ბი­ლი ჯო­ე­ლი.

უც­ნა­უ­რად არ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, თუ გეტყ­ვით, რომ მა­ი­მი­ში მცხოვ­რე­ბი კურ­ნი­კო­ვა "მა­ი­მი ჰი­თის" ქო­მა­გი და ლებ­რონ ჯე­იმ­სის თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლია. ჩოგ­ბურ­თ­ში კი იდე­ა­ლურ მეწყ­ვი­ლედ ან­დ­რე აგა­სი წარ­მო­უდ­გე­ნია. "კურ­ნი" იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც თა­მა­შობს ჩოგ­ბურთს, ოღონდ საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თის მატ­ჩებ­ში.

ანა კა­რი­ე­რის შემ­დე­გაც ბევ­რი ცნო­ბი­ლი ფირ­მის სა­რეკ­ლა­მო სა­ხე გახ­და. "ადი­და­სი", "ომე­გა" "ბერ­ლეი", "რო­ლექ­სი", "ვრან­გ­ლე­რი" და სხვე­ბი გო­გო­ნას უხ­დიდ­ნენ ხში­რად იმა­ზე მეტს, ვიდ­რე სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სას იღებ­და რუ­სი ქალ­ბა­ტო­ნი.

ანა USO-ს (ამე­რი­კის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მხარს უჭერს არ­მი­ას) წევ­რია. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად ის ერა­ყის, ავ­ღა­ნე­თის, თურ­ქე­თის ბა­ზებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ანას ხიბ­ლავს სამ­ხედ­რო პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ვე­რა­ფერს იტყ­ვი, "ოკუ­პა­ცია" მის სის­ხ­ლ­შია!

ის მა­მა­კაც­თა გუ­ლე­ბის "ოკუ­პან­ტია"!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კავალიერსის გულშემატკივრებმა თუ იციან ნეტა ჯეიმსის მაიამიში დაბრუნებაზე რამე?
elguja
18:38 27-10-2017
0
14 წელი ერთად? იშვიათია მსგავსი ხალხი ერთად ამდენი ხანი ყოფილიყვენ, ყოჩაღ კურნიკოვას და ეგლისიასს
beso
16:46 21-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული