სერენა უილიამსი "პირელის" კალენდარში

AutoSharing Option
ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი, ამერიკელი სერენა უილიამსი მსოფლიოს 13 ყველაზე გავლენიან ქალს შორის მოხვდა.

ორი დღის წინ, ლონდონში გაიმართა Pirelli-ის 2016 წლის კალენდრის პრეზენტაცია. ამჯერად, ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა უარი თქვა შიშველი მოდელების გამოყენებაზე. ამიტომაც, კალენდარში 13 გავლენიანი ქალი წარმოდგენილია.

სერენას გარდა, კალენდარში ვხედავთ ჯონ ლენონის ქვრივის იოკო ონოს, მუსიკოსისა და მწერლის პატი სმიტის, რუსი მოდელის ნატალია ვოდიანოვას, სტენდაპ-კომიკოსის ემი შუმერის, ფოტოხელოვანის შირინ ნეშატის, დამწყები ჟურნალისტის ტავი გევინსონის, რეჟისორისა და პროდიუსერის ავა დიუვერნეის, ბიზნესმენის მელოდი ჰობსონის, ჟურნალისტის ფრან ლებოვიცის, ადვოკატის აგნეს
გუნდის, პროდიუსერის კეტლინ კენედისა და მსახიობის იაო ჩენის ფოტოებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ქალი უნდა იყოს და კესო-ბესო კაცი?
brola*
13:53 04-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული