დუბაიში კორტებს წყალქვეშ ააგებენ

AutoSharing Option
დუბაიში უნიკალურ საჩოგბურთო არენას ააგებენ. კერძოდ, კორტები წლის ქვეშ იქნება განთავსებული. მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის არის ნავარაუდები.

პროექტის ავტორმა, პოლონელმა არქიტექტორმა კრისტოფ კოტალამ განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების 95 პროცენტი მოგვარებულია. 300-მეტრიანი შენობა მთლიანად წლის ქვეშ მოექცევა. გუმბათის რადიუსი, რომელიც არენის თავზე წყალს შეაკავებს, 30 მეტრი იქნება.

შვიდკორტიანი სტადიონის მშენებლობა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს 2.273 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ დუბაი ყოველწლიურად თებერვალში მასპინძლობს ATP-სა და WTA-ის ტურნირებს. მოქმედი ჩემპიონები არიან როჯერ ფედერერი და სიმონა ჰალეპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული