"როცა გავიგე, რომ Sports Illustrated-ის წლის ადამიანი გავხდებოდი, დაჯერება გამიჭირდა. ბოლოს, SI-მ 30 წლის წინ დაასახელა ქალი წლის ადამიანად. ასე რომ, ქალებო, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს პრიზი ბევრ ქალს მისცემს აღმაფრენას, რომ სპორტით დაკავდნენ, წარმატებებს მიაღწიონ და ვინ იცის, ერთხელ, იქნებ ამ პრიზით პოდიუმზეც ავიდნენ.
როცა 80-იანი წლების დასაწყისში კომპტონის ყველასგან მივიწყებულ კორტებზე საჩოგბურთო გზას ვიწყებდი, ჩემი პირველი მიზანი ამერიკის ღია პირველობის
სწორედ მაშინ ავირჩიე ამერიკის ღია პირველობა (იცინის). და მიმაჩნია, რომ იმ დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან გამიჩნდა მიზანი, რომლის მისაღწევად მუშაობა დავიწყე. ახლა, 30 წლის შემდეგ, კვლავაც ჩემი მიზანია - კორტზე თასით ხელში დავდგე. ეს ჯილდო კი მაძლევს სურვილს, უფრო მეტი ვიმუშაო, რომ კიდევ უფრო მეტ მიზანს მივაღწიო.
ჩემი გზა იოლი არ ყოფილა, მაგრამ ეს პრიზი მივიღე იმიტომ, რომ ბევრს ვმუშაობდი. მქონდა აღმაფრენის მომენტები და ჩავარდნები, სირთულეები, თრომბი ორივე თირკმელზე ერთდროულად, ტრაგედიები, სკანდალები... ადამიანები აკნინებდნენ ჩემს მიღწევებს იმის გამო, რომ ისე არ გამოვიყურებოდი, როგორც ისინი.
იგნორირებას მიკეთებდნენ კანის ფერის გამო, იმის გამოც, რომ ქალი ვარ. მეუბნებოდნენ, რომ ვეღარასოდეს მოვიგებდი "დიდი სლემის" ტურნირს, მაგრამ მეშვიდე ტიტულიდან 21-მდე ავედი და ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია", - ასე გამოეხმაურა 34 წლის უილიამსი Sports Illustrated-ის აღიარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"