რაფაელ ნადალი: 17 სლემს არ მივდევ

AutoSharing Option
"დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დაწევაზე, რომელსაც კარიერაში 17 "სლემი" აქვს მოგებული.

"არ ვფიქრობ როჯერ ფედერერის 17 ტიტულზე. ნოვაკ ჯოკოვიჩს უკვე 10 "სლემი" დაუგროვდა. ასე რომ, მხოლოდ საკუთარ თამაშზე კონცენტრირება მინდა, იმაზე, რომ უახლოეს წლებში მზად ვიყო ტურნირებზე სათამაშოდ.

როცა 15 წლის გავხდი, თანდათან დავიჯერე, რომ შევძლებდი გავმხდარიყავი პროფესიონალი ჩოგბურთელი. დავინახე კონკურენციის ხარისხი, დავაკვირდი რა დონეზე თამაშობდნენ კარგი ჩოგბურთელები და მივხვდი, რომ შევძლებდი წარმატების მიღწევას.

მაგრამ მნიშვნელოვანია დარჩე მოკრძალებულ ადამიანად და
მონდომებით შრომა გააგრძელო. მაშინაც კი, როცა მსოფლიოს პირველი ნომერი ხარ, უნდა შეგეძლო მომატება, რადგან არსებობენ სხვა ჩოგბურთელებიც, რომლებიც ასევე ჯიუტად და მონდომებით მუშაობენ", - განაცხადა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული