სოფიო ქცაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ანტალიაში 1/4-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი მონაწილეობს.

სოფიო ქვაცაბაია მეორე ნომრადაა განთესილი და შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. ჩვენებურს მეტოქეობას უწევდა კატარინა იაკობი (გერმანია). ქვაცაბაიამ იოლად სძლია ალემანს - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეშვიდე ნომერ დებორა კერფს (ბელგია) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ფრანგი ჯული რაზაფინდრანალი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:0.

განთესვით მესამე ნომერია ეკატერინე გორგოძე. პირველ წრეში ისიც თავისუფალი იყო. მერვედფინალში მან მასპინძელი იპეკ ოზი დაჯაბნა - 6:3, 6:3. დღეს ამინათ კუშხოვასთან (რუსეთი) გაარკვევს
ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა თანამემამულე მარია ორეშკინა შეიწირა - 7:6, 6:1.

დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებში ითამაშებენ: აილა აკშუ (თურქეთი)-ჯულია სტამატოვა (ბულგარეთი), ლუ ბრულო (საფრანგეთი)-კარინ კენელი (შვეიცარია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული