ორივეს შეუძლია გახდეს პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც კარიერაში 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
დღეისთვის, ჯოკოვიჩის მიერ კორტზე გამომუშავებული თანხის ოდენობა 94 მილიონი დოლარია, ფედერერისა - 97.3 მილიონი. იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარიელი მოიგებს ავსტრალიის ღია პირველობას, უკვე იანვარში შეიძლება გახდეს 100 მილიონის მფლობელი, რადგან ამ ტურნირზე გამარჯვებულს 3 მილიონზე მეტი ეკუთვნის.
შედარებისთვის, დიადმა ავსტრალიელმა
თუმცა ამერიკული გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, სარეკლამო და სპონსორული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, 2015 წელს ყველაზე მეტი თანხა როჯერ ფედერერმა მიიღო - 58 მილიონი. სპორტსმენთა საერთო სიაში შვეიცარიელი მეხუთეა. ჯოკოვიჩი კი მე-13 ადგილს იკავებს - 31 მილიონი დოლარი.
კარიერაში მიღებული ჰონორარების მიხედვით მესამეა ესპანელი რაფაელ ნადალი - 75 მილიონი, მეოთხე - ბრიტანელი ენდი მარეი (42.5 მილიონი).
ქალებს შორის უკონკურენციოა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი - 74 მილიონი დოლარი კარიერის განმავლობაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"