"დიდი სლემის" ჩემპიონატის ორგანიზატორები ზედიზედ მეორე წელია იწვევენ მსოფლიოს ჩოგბურთის ვარსკვლავს ბურთის მიმწოდებელ ბავშვებთან შესახვედრად. მარია შარაპოვას შემდეგ, წელს ამგვარი პატივი წილად ხვდა ენდი მარეის. ბრიტანელი ბოლბოებს გაესაუბრა და შემდეგ მათთან სელფი გადაიღო.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა პარასკევს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"