ავსტრალიის ღია პირველობის წინ: მატს ვილანდერის აზრები

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა მატს ვილანდერმა ტელეარხ Eurosport-ს გაანდო საკუთარი მოსაზრებები ავსტრალიის ღია პირველობის შესახებ, რომელიც დღეს დილით დაიწყო მელბურნის კორტებზე...

ჯოკოვიჩი
"იმის გათვალისწინებით, როგორ დაასრულა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასული წელი და დაიწყო ახალი სეზონი, ობიექტურად, ის ფავორიტია. დარწმუნებული ვარ, თუ ნოვაკი მეოთხედფინალამდე მიაღწევს, გაიმარჯვებს კიდეც, მაგრამ პირველი ოთხი რაუნდი - ყოველთვის რისკია. ტურში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებსაც არაფრის ეშინიათ და შეუძლიათ მოგება ერთ კონკრეტულ მატჩში".

ჯოკოვიჩი vs ფედერერი
"ჯოკოვიჩი - ეს არის წლის მთავარი სიუჟეტი: თუ ის ავსტრალიის ღია პირველობას მოიგებს,
შეეცდება დაეწიოს როჯერ ფედერერს "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით. ვფიქრობ, ეს მისი ახალი სამიზნეა".

მარეი
"დევისის თასზე გამარჯვება - პოზიტიური ისტორიაა მარეისთვის. ასეთი ამბავი შეემთხვა, როცა უიმბლდონი მოიგო, მაგრამ მაშინ ენდი თავისთვის თამაშობდა, ხოლო როცა დევისის თასს იგებ (განსაკუთრებით ისე, როგორც ეს მან გააკეთა), ეს ქვეყნისთვის და სხვა ადამიანებისთვისაცაა. მან მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც სურს პროფესიონალ მოთამაშეს. დადგა დრო გავიგოთ, რამდენად უნდა მას ამ ყველაფრის გამეორება: სურვილი ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე? ხომ არ დაიღალა ასეთი გრძელი და ემოციური წლისგან?

დარწმუნებული ვარ, მელბურნში კარგ ჩოგბურთს აჩვენებს, მაგრამ, ამავდროულად, თუ ასეთი ტურნირის მოგება გინდა, საჭიროა კორტზე იცხოვრო და მოკვდე. იმედია, ვცდები, მაგრამ მე არ მაქვს დიდი მოლოდინი მარეისგან სეზონის დასაწყისში. მიეცით მას დრო და ის დაბრუნდება 3-4 თვის შემდეგ, მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, ის ნახევარფინალში გასვლითაც კმაყოფილი უნდა იყოს".

ნადალი
"ნადალმა რთული წელი ჩაატარა, მაგრამ ყველა სირთულე კარგად დაძლია. დღეს ჯოკოვიჩის დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ საჩოგბურთო სამყაროში საკუთარი ადგილის მიხედვით, ნადალი ისევ ზემოთ არის მსოფლიოს ორ-სამ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის. სხვებს ძალიან ეშინიათ ნადალის, რადგან იციან, რომ რაფა კარგად თამაშობს. მოტივაციის მხრივ, მას ყველაფერი წესრიგში აქვს. თუ ჯოკოვიჩი წააგებს, ავსტრალიას ფედერერი ან ნადალი მოიგებს, მაგრამ ჯოკოვიჩი - ისევ დიდი პრობლემაა".

ქალებს ბადე
"სერენა ოდნავ ტრავმირებულია. ვიქტორია აზარენკა ძალიან სახიფათოა - მას ავსტრალიაში ორჯერ გაუმარჯვია, მასზე არ არის ზეწოლა, ის კარგად თამაშობს და წელს უკვე მოიგო ტურნირი ბრისბენში. მაგრამ ქალთა ბადეში საფრთხე საკმარისზე მეტია: კვიტოვას შეუძლია გაისროლოს, შარაპოვას... ასე რომ, იქ ბევრი რამ გაუგებარია. კაროლინ გარსიასა და ელინა სვიტოლინას ტიპის ახალგაზრდა გოგონები კარგად თამაშობენ, არიან კარგი ამერიკელი ჩოგბურთელებიც - მედისონ კისი და სლოუნ სტივენსი, რომლებიც, ჩემი აზრით, შესანიშნავად გამოიყურებიან. ასე რომ, ქალებს შორის ინტრიგა არსებობს".

ზვერევი
"რაც შეეხებათ ახალგაზრდებს. დომინიკ ტიმი უკვე კარგია და ის აგრძელებს ზრდას. სახიფათოა ნიკ კირგიოსი. ის სტაბილურობით არ გამოირჩევა, მაგრამ კონკრეტულ მატჩში შეიძლება სახიფათო იყოს. ტანასი კოკინაკისი ტრავმირებულია და ტურნირს გამოტოვებს, სამაგიეროდ, ალექსანდრ ზვერევს, როგორც მგონია, ყველაზე აშკარა დადებითი დინამიკა აქვს თამაშში. ის შესანიშნავად აწვდის, საქმისადმი სწორი მიდგომა აქვს, კარგად მოძრაობს და ძლიერად ურტყამს. სავარაუდოდ, ზვერევია პირველი ჩოგბურთელი, რომელიც თავში მომდის იმ დროს, როცა წლის შესაძლო გარღვევაზე ვსაუბრობთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული