"დიდი სლემის" 14-გზის ჩემპიონი ავსტრალიის ღიას პირველ წრეში თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს ხვდებოდა. როცა ტურნირის წილისყრა ჩატარდა და ეს წყვილი დაკომპლექტდა, ყველას გაახსენდა 2009 წლის ავსტრალიის ჩემპიონატის ნახევარფინალი. ნადალისა და ვერდასკოს ის მატჩი 5 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.
მაშინ ვერდასკო ახლოს იყო კარიერაში
ფერნანდო ძალიან ქვემოთ ჩამოვარდა რეიტინგში და განთესილებს შორის აღარ შედის. მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა და ესპანელებმა ისევ რამდენიმე საათით გაართეს მაყურებელი.
მატჩი თავიდანვე გრძელი გათამაშებებით დაიწყო. პირველ სეტში, კარგა ხანი, ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ვერ მოიპოვა აშკარა უპირატესობა.
ორივეს ჰქონდა შანსი, მაგრამ უფრო იღბლიანი ვერდასკო აღმოჩნდა, რომელმაც სეტი ტაი-ბრეიკზე აიღო. ნადალმა მეორე სეტში მოუმატა, უფრო აქტიური გახდა და აგრძელებდა მეტოქისთვის გრძელი გათამაშებების თავს მოხვევას. ამ სტრატეგიამ კარგად იმუშავა. ვერდასკომ შეცდომების დაშვება დაიწყო, რამაც მეორე და მესამე სეტების წაგება გამოიწვია.
ვერდასკომ შეძლო მეოთხე სეტში თამაშში გარდატეხის შეტანა. პირველ რიგში, შეტევაში მოუმატა, თუმცა ძლიერი დარტყმების შესრულება უწევდა მეტოქის დაცვის დასაძლევად. ამან ფერნანდო აშკარად დაღალა - ჩანდა, რომ ფიზიკურად ნადალი უკეთ გამოიყურებოდა.
გარდა ამისა, ვერდასკოს ნერვიულობაც ეტყობოდა. მეოთხე სეტში მან ვერ გამოიყენა სეტბოლი მიღებაზე, 5:4-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა და ერთხელ, ორი ქულა აშორებდა წაგებამდე. მაგრამ იმდენად დიდი იყო შვიდი წლის წინანდელი მარცხისთვის რევანშის სურვილი, რომ ფერნანდომ მაინც მოიგო ტაი-ბრეიკი და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მეხუთე პარტიის წინ, ვერდასკომ პაუზა აიღო, რამაც აშკარად არ არგო მას. ნადალმა ორი სასტარტო გეიმი მოიგო და ბრეიკით დაწინაურდა. მაგრამ, როგორც კი ვერდასკომ რითმი დაიბრუნა, რაფაელმა ვეღარაფერი მოუხერხა მეტოქის შემტევ თამაშს და ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო - 6:7, 6:4, 6:3, 6:7, 2:6. შეხვედრაში, რომელიც 4 საათი და 45 წუთი გაგრძელდა, ვერდასკოს 90 "ვინერსი" დაუგროვდა.
ნადალი მეთერთმეტედ თამაშობდა ავსტრალიის ღიაზე და პირველად გამოვარდა საწყისი რაუნდიდან. სულ კი "დიდი სლემის" ტურნირებზე ის მეორედ ეთიშება ბრძოლას პირველ წრეში. მანამდე ეს 2013 წლის უიმბლდონზე სტივ დარცისთან წაგების შემდეგ მოხდა.
"მატჩი ჩემთვის ძალიან რთული გამოვიდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გასულ წელს, როცა ცუდად ვთამაშობდი და მზად არ ვიყავი ამ ტურნირისთვის. წელს სულ სხვა ისტორიაა. ბევრს ვთამაშობდი და მონდომებით ვვარჯიშობდი. და რთულია ამდენი მუშაობის შემდეგ, ასეთ დიდ ტურნირზე ასე ნაადრევად წაგება. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ეს არ იყო ჩემი დღე. სხვა არაფერი მრჩება გარდა იმისა, რომ ვარჯიში გავაგრძელო.
მთელი ძალით ვიბრძოდი, მაგრამ დღეს ჩემი ფორჰენდი სათანადო დონეზე არ მუშაობდა. მეტოქე ხშირად ახერხებდა ჩემი დარტყმების შემდეგ, ერთი მოქნევით ქულის აღებას. ასეთი რამ დაუშვებელია. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რაში მდგომარეობს ჩემი წარუმატებლობის მიზეზი", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.
I წრე
კაცები
ვერდასკო (ესპ)-ნადალი (ესპ, 5) 7:6(6), 4:6, 3:6, 7:6(4), 6:2
სელა (ისრ)-ბეკერი (გერ) 6:1, 6:3, 2:6, 6:2
კუზნეცოვი (რუს)-ჰარისონი (აშშ) 7:5, 6:4, 6:4
შარდი (საფ, 30)-გულბისი (ლატ) 7:5, 2:6, 6:7(5): 6:3, 13:11
მონფილსი (საფ, 23)-სუგიტა (იაპ) 6:1, 6:3, 6:2
მაუ (საფ)-ჩეკინატო (იტა) 4:6, 6:2, 6:2, 6:2
რობერი (საფ)-ფრატანჯელო (აშშ) 6:2, 6:2, 6:2
რამი (აშშ)-ანდერსონი (ს. აფრ, 11) 7:6(4), 6:7(4), 6:3, 3:0
რაონიჩი (კან, 13)-პუიე (საფ) 6:1, 6:4, 6:4
რობრედო (ესპ)-ჟაზირი (ტუნ) 7:5, 3:6, 4:6, 7:6(7), 8:6
შმიჩეკი (აშშ)-ხიმენო ტრავერი (ესპ) 6:1, 3:6, 6:3, 6:2
ტროიცკი (სერ, 21)-მ. დე ლა ნავა (ესპ) 4:6, 4:6, 6:1, 7:6(4), 6:3
სოკი (აშშ, 25)-ფრიტცი (აშშ) 6:4, 3:6, 0:6, 6:3, 6:4
როსოლი (ჩეხ)-დანიელი (იაპ) 7:6(2), 7:5, 5:7, 6:7(5), 6:1
შტეპანეკი (ჩეხ)-იტო (იაპ) 6:4, 6:3, 6:7(5), 6:2
ვავრინკა (შვეიც, 4)-ტურსუნოვი (რუს) 7:6(2), 6:3 უარი
ფერერი (ესპ, 8)-გოიოვჩიკი (გერ) 6:4, 6:4, 6:2
ჰიუიტი (ავსტრა)-დაკუორტი (ავსტრა) 7:6(5), 6:2, 6:4
ბელუჩი (ბრა)-ტომპსონი (ავსტრა) 6:2, 6:3, 6:2
ჯონსონი (აშშ, 31)-ბედენე (ბრიტ) 6:3, 6:4, 7:6(3)
ლოპესი (ესპ, 18)-ევანსი (ბრიტ) 6:1, 6:0, 6:4
პეია (არგ)-დარცისი (ბელ) 2:6, 3:6, 6:3, 7:5, 6:1
გრანოლერსი (ესპ)-ებდენი (ავსტრა) 6:2, 4:6, 6:1, 6:4
ისნერი (აშშ, 10)-იანოვიჩი (პოლ) 6:3, 7:6(7), 6:3
ტომიჩი (ავსტრა, 16)-ისტომინი (უზბ) 6:7(4), 6:4, 6:4, 6:4
ბოლელი (იტა)-ბეიკერი (აშშ) 7:6(6), 7:6(3), 6:7(2), 7:6(5)
მილმენი (ავსტრა)-შვარცმანი (არგ) 3:6, 5:7, 7:6(2), 5:0 უარი
მიულერი (ლუქ)-ფონინი (იტა, 20) 7:6(6), 7:6(7), 6:7(5), 7:6(1)
სოუზა (პორ, 32)-კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 6:4, 6:3
ხირალდო (კოლ)-იანგი (აშშ) 6:4, 1:6, 6:3, 6:2
გროტი (ავსტრა)-მანარინო (საფ) 7:6(6), 6:4, 3:6, 6:3
მარეი (ბრიტ, 2)-ზვერევი (გერ) 6:1, 6:2, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"