ბრძოლაში მოიგეს თავიანთი შეხვედრები ჯონ ისნერმა და მილოშ რაონიჩმა, რომლებიც აქცენტს მოწოდებაზე აკეთებენ. ორივემ სამ სეტში მოამთავრა საქმე, მაგრამ ორ-ორი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ. კიდევ ერთმა ჩოგბურთელმა კარგი მოწოდებით - ავსტრალიელმა სემ გროტმა მხოლოდ ოთხი გეიმის აღება შეძლო. ენდი მარეიმ ძალიან
რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ფერნანდო ვერასკოს წაგება, თუმცა ესპანელმა ერთგვარი ტრადიცია დაიცვა. მანამდე, ყველა იმ შვიდმა ჩოგბურთელმა, რომლებმაც რაფაელ ნადალი "დიდი სლემის" ტურნირზე მოულოდნელად დაამარცხეს, შემდეგ წრეში აგებდნენ.
გამონაკლისი არც ვერდასკო ყოფილა. დუდი სელასთან მატჩში ესპანელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. მან შეძლო მატჩზე ჩაწოდების მოგერიება და ტაი-ბრეკამდე მისვლა, მაგრამ იქ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მაინც წააგო ოთხ სეტში.
* * *
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალთა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ვიქტორია აზარენკაა. შეგახსენებთ, რომ მან პირველ წრეში "მშრალი" ანგარიშით მოიგო ორივე სეტი და გუშინ, ახლოს იყო იგივე შედეგთან დანკა კოვინიჩთან მატჩში, მაგრამ სამი გეიმი ჩერნოგორიელმა მაინც მოიგო.
ბელარუსი ძალიან კარგად არის მზად ტურნირისთვის. სავარაუდოდ, ის მესამე წრესაც იოლად მოიგებს, რადგან მეტოქედ ნაომი ოსაკა ეყოლება. იაპონელმა კარიერაში პირველად გაიარა "დიდი სლემის" ტურნირის კვალიფიკაცია, ახლა კი ერთბაშად მესამე წრემდე მიაღწია.
ნაომის ძალიან ძლიერი მოწოდება აქვს: უკრაინელ სვიტოლინასთან მატჩში, 18 წლის აზიელმა ერთხელ ბურთი საათში 193 კილომეტრის სიჩქარით ჩააწოდა. უკრაინელი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა იაპონელის შეტევების მოსაგერიებლად.
თან ოსაკა ძალიან კარგად მოქმედებდა გადამწყვეტ მომენტებში: მან 11-დან ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად ოთხიდან ოთხივე ასეთი შანსი გამოიყენა და 6:4, 6:4 მოიგო. ასე რომ, ქალებს შორის კიდევ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას.
II წრე
კაცები
სელა (ისრ)-ვერდასკო (ესპ) 4:6, 6:3, 6:3, 7:6(4)
კუზნეცოვი (რუს)-შარდი (საფ, 30) 6:4, 7:6(5), 7:6(5)
მონფილსი (საფ, 23)-მაუ (საფ) 7:5, 6:4, 6:1
რობერი (საფ)-რამი (აშშ) 6:1, 6:7(6), 4:6, 7:5, 7:5
რაონიჩი (კან, 13)-რობრედო (ესპ) 7:6(6), 7:6(5), 7:5
ტროიცკი (სერ, 21)-შმიჩეკი (აშშ) 6:4, 7:6(5), 7:6(4)
როსოლი (ჩეხ)-სოკი (აშშ, 25) 7:6(6), 7:6(5), 6:3
ვავრინკა (შვეიც, 4)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:2, 6:3, 6:4
ფერერი (ესპ, 8)-ჰიუიტი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:4
ჯონსონი (აშშ, 31)-ბელუჩი (ბრა) 6:3, 6:2, 6:2
ლოპესი (ესპ, 18)-პეია (არგ) 7:6(2), 6:7(4), 7:6(3), 6:7(8), 6:4
ისნერი (აშშ, 10)-გრანოლერსი (ესპ) 6:3, 7:6(6), 7:6(2)
ტომიჩი (ავსტრა, 16)-ბოლელი (იტა) 6:4, 6:2, 6:7(5), 7:5
მილმენი (ავსტრა)-მიულერი (ლუქ) 4:6, 6:4, 6:2, 4:6, 7:5
სოუზა (პორ, 32)-ხირალდო (კოლ) 6:3, 7:5, 3:6, 6:1
მარეი (ბრიტ, 2)-გროტი (ავსტრა) 6:0, 6:4, 6:1
ქალები
კერბერი (გერ, 7)-დულგერუ (რუმ) 6:2, 6:4
ბრენგლი (აშშ)-ლარსონი (შვედ) 7:5, 4:6, 6:1
ზიგემუნდი (გერ)-იანკოვიჩი (სერ, 19) 3:6, 7:6(5), 6:4
ბეკი (გერ)-ბაშჩინსკი (შვეიც, 11) 6:2, 6:3
აზარენკა (ბლრ, 14)-კოვინიჩი (ჩერ) 6:1, 6:2
ოსაკა (იაპ)-სვიტოლინა (უკრ, 18) 6:4, 6:4
სტრიკოვა (ჩეხ)-კინგი (აშშ) 7:6(5), 6:4
მუგურუსა (ესპ, 3)-ფლიპკენსი (ბელ) 6:4, 6:2
კონტა (ბრიტ)-ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:3
ალერტოვა (ჩეხ)-ლისიცკი (გერ, 30) 6:3, 2:6, 6:4
მაკაროვა (რუს, 21)-მარია (გერ) 6:4, 6:2
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 9)-გორგესი (გერ) 7:6(5), 6:1
კისი (აშშ, 15)-შვედოვა (ყაზ) 6:7(4), 6:3, 6:3
ივანოვიჩი (სერ, 20)-სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:3
ლეპჩენკო (აშშ)-არუაბარენა (ესპ) 7:6(7), 6:4
ჟანგი (ჩინ)-კორნე (საფ) 6:3, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"