ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობის წყვილებში 1/8-ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირის 1/8-ფინალში დამარცხდა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა (რეიტინგით 75-ე), რომელსაც ამჯერად პარტნიორობას ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე უწევდა.

ქართულ-ტაივანურმა დუეტმა მწვანე კონტინენტზე პირველ წრეში იაპონელებს - მისაკი დოისა (160-ე) და ნაო ჰიბინოს (150-ე) დაძაბულ პაექრობაში აჯობა (2:6, 6:2, 7:6).

მეორე წრეში ოქსანასა და სუ-ვეის უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავდათ - მეოთხე ნომრად განთესილი ტიმეა ბაბოში (უნგრეთი, მე-11) და კატერინა სრებოტნიკი (სლოვაკეთი, მე-16). კალაშნიკოვამ და ჰსიემ უნგრულ-სლოვაკურ ტანდემს 2:1 (6:3, 4:6, 7:5; ეისები: 1 - 5; ორმაგი შეცდომა: 5 - 2)
მოუგეს და 240-240 სარეიტინგო ქულა და 40.000 ავსტრალიური დოლარი გამოიმუშავეს.

მერვედფინალში ოქსანა და სუ-ვეი მე-15 ნომრად განთესილ ჩინელებთან - იი-ფან ქსუსა (42-ე) და საისაი ჟენთან (37-ე) დამარცხდნენ - 2:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული