პირველად, ბოლო 39 წლის განმავლობაში, "დიდი სლემის" ტურნირის ორივე თანრიგში იქნებიან ამ ქვეყნის წარმომადგენლები: ქალებში იოჰანა კონტა და მამაკაცებში - ენდი მარეი. ბოლოს ასეთი რამ 1977 წელს, ასევე ავსტრალიის ღია პირველობაზე მოხდა, როცა ნახევარფინალისტები გახდნენ ჯონ ლოიდი და სიუ ბეიკერი.
გარდა ამისა, ერთი ბრიტანელია მამაკაცთა წყვილების თანრიგის ნახევარფინალში: ენდი მარეის უფროსი ძმა ჯეიმი და ბრუნო სუარესი ადრიან მანარინოსა და ლუკას პუიეს დუეტს შეხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"