ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1) შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (3) ოთხ სეტში - 6:1, 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მელბურნში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში,  მსოფლიოს პირველი ჩოგნის მეტოქე ხვალ, 29 იანვარს, კანადელი მილოშ რაონიჩისა (13) და ბრიტანელი ენდი მარეის (2) შეხვედრაში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში ფედერერმა ნიკოლოზ ბასილაშვილს მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული