დღეს საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ფედერაციის თასზე გამოვა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, სოფიო ქვაცაბაია, ოქსანა კალაშნიკოვა, კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) ამჟამად ეილათში (ისრაელი) იმყოფება და ფედერაციის თასზე ევროაფრიკული პირველი ზონის შეჯიბრებაში ჩაებმება.

იქ 14 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.

3 თებერვალს ჩვენი გუნდი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკას (ჩანელ სიმონდსი, ილზე ჰატინგი, მადრი ლე რუ, მიშელ სამონსი) დაუპირისპირდება, 4 თებერვალს დიდი ბრიტანეთი და სამხრეთი აფრიკა ითამაშებენ, ხოლო 5 თებერვალს ქართველები და ბრიტანელები (ჰიზერ უოტსონი, ენ სმიტი, ჯოსელინ რაე) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

დანარჩენ ჯგუფებში
ითამაშებენ:

A ჯგუფი. შვედეთი, პორტუგალია, უკრაინა
C ჯგუფი. ხორვატია, ესტონეთი, ისრაელი, თურქეთი
D ჯგუფი. უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია

ტურნირის რეგლამენტით, ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფის საგზურისთვის A ჯგუფის გამარჯვებული C ჯგუფის საუკეთესოს შეხვდება, B და D ჯგუფების პირველადგილოსნები კი ერთმანეთს გაუწევენ მეტოქეობას.

ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები პირველ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული