ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის სტარტზევე დამარცხდა

AutoSharing Option
2 თებერვალს მონპელიეში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 520.070 ევრო), რომელშიც 23 წლის თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც (116-ე) ჩაება.

სტარტზე იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ მასპინძელს - 28 წლის კენი დე შეპეს (რეიტინგით 156-ე) შეხვდა. პირველი ხელი ჩვენებურმა მოიგო - 6:4. მეორეში ბასილაშვილი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ სეტი მაინც დათმო - 6:7, არადა, ტაი ბრეიკშიც წინ იყო 2:0. საბოლოოდ ისიც წააგო - 4:7. მესამე გადამწყვეტ სეტში დე შეპემ 6:3 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

* * *
ბაქო ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირს
მასპინძლობს.

2 თებერვალს თბილისელმა გიორგი ცივაძემ პირველ წრეში ყაზახ ტიმურ ხაბიბულინს სძლია - 6:4, 6:3. მეორე წრეში იგი ფილოპო დალტის (იტალია) შეხვდება, რომელმაც გუშინ მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელს - დმიტრო ბადანოვს აჯობა - 6:4, 6:2.

წყვილებში ცივაძე და ფიოდორ ჩერვიაკოვი (რუსეთი) ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რუსებს - მარკოს კალოველონისსა და ანტონ ზაიცევს შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცივაძე თბილისელი კი არა ბათუმელია.
jumber
10:46 03-02-2016
0

სიახლეები პოპულარული