3 თებერვალს გამართულ B ჯგუფის პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგეს - 3:0.
სასტარტო შეხვედრაში ეკატერინე გორგოძემ მადრი ლე რუს 6:3, 6:1 აჯობა, შემდეგ კი სოფიო შაფათავამ ჩანელ სიმონდსი დაამარცხა - 7:5, 6:4. წყვილთა შეჯიბრებაში გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ილზე ჰატინგსა და მიშელ სამონსს მოუგეს - 6:4, 7:6 (6).
ჩვენი გუნდი, სადაც ასევე არიან სოფიო ქვაცაბაია და მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (კაპიტანი), ჯგუფის
ტურნირში 14 ქვეყნის ნაკრები ოთხ ჯგუფშია განაწილებული. რეგლამენტით, ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფის საგზურისთვის A ჯგუფის გამარჯვებული C ჯგუფის საუკეთესოს შეხვდება, B და D ჯგუფების პირველადგილოსნები კი ერთმანეთს გაუწევენ მეტოქეობას. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები პირველ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.
A ჯგუფი. შვედეთი, პორტუგალია, უკრაინა
B ჯგუფი. საქართველო, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთი აფრიკა.
C ჯგუფი. ხორვატია, ესტონეთი, ისრაელი, თურქეთი
D ჯგუფი. უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია.