რაფაელ ნადალმა საყვარელ საფარზე 22 წლის ავსტრიელთან წააგო

AutoSharing Option
პროფესიულ ტურში ესპანელი რაფაელ ნადალის საყვარელი პერიოდი - გრუნტის სეზონი დაიწყო. სამხრეთ ამერიკაში რამდენიმე კვირის განმავლობაში წვრილ-წვრილი ტურნირები გაიმართება და გასულ კვირას, ერთ-ერთში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ნადალმა ბუენოს აირესში ორ სეტში დაამარცხა ხუან მონაკო და პაოლო ლორენცი და ნახევარფინალამდე გააღწია, მაგრამ იქ ავსტრიელ ამომავალ ვარსკვლავთან დომინიკ ტიმთან წააგო - 4:6, 6:4, 6:7(4).

პირველი სეტი რაფამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო პარტია - 4:6. მეორე სეტში ფავორიტმა ერთადერთი ბრეიკი მეათე გეიმში შეასრულა და სეტებში ანგარიში
გაათანაბრა. დრამატული გამოდგა გადამწყვეტი პარტია: 5:4-ზე რაფაელს მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე დამარცხდა.

22 წლის ავსტრიელს ზედიზედ რვა წაგება ჰქონდა ტოპ-ათეულის წევრებთან და ახლა, ეს სერია შეწყვიტა. ის მეხუთედ ითამაშებს პროფესიულ დონეზე ფინალში, ნადალს კი ჰქონდა შანსი კარიერაში ATP-ის ტურნირებზე მეასედ გასულიყო ფინალში, მაგრამ ეს ამოცანა მომავლისთვის უნდა გადადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული