"გრუნტის მეფის" მორიგ კრახს სენსაციას ვერ ვუწოდებთ, რადგან ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში, მან თავის საყვარელ საფარზე მოკრძალებული ტურნირების ფინალამდე გასვლაც ვერ შეძლო. ერთი კვირის წინათ, რაფამ ბუენოს აირესში ნახევარფინალი დათმო ავსტრიელ დომინიკ ტიმთან, ახლა კი, ამავე ეტაპზე კუევასის ბარიერი
ნადალმა და კუევასმა ნამდვილი თრილერი ითამაშეს. მატჩი სამი საათი და 28 წუთი გაგრძელდა და ადგილობრივი დროით, ღამის სამ საათსა და 19 წუთზე დასრულდა. კუევასმა 48 "ვინერსი" მიითვალა, 10 ეისი ჩააწოდა და 13-დან 11 ბრეიკ-პოინტი მოიგერია - 6:7(6), 7:6(3), 6:4.
პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკზე მოგებები გაცვალეს. მესამე სეტის მეექვსე გეიმში კუევასმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მეშვიდე გეიმში თავად შეასრულა ბრეიკი, რის შემდეგაც შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება.
ურუგვაელი ფინალში არგენტინელ გვიდო პეიას შეხვდება, რომელმაც ფინალში გადასასვლელი მატჩი დომინიკ ტიმს 6:1, 6:4 მოუგო.
* * *
ამერიკული ფინალი გათამაშდება დელრეი ბიჩში, სადაც საყოველთაო ყურადღებას იწვევდა არგენტიელი ხუან მარტინ დელ პოტროს გამოსვლა. უკვე ვწერდით, რომ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი 11-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კორტზე და პირველ მატჩში ამერიკელი დენის კუდლა დაამარცხა. არგენტინელი ამით არ დაკმაყოფილდა და კიდევ ორი მატჩი მოიგო: ჯონ პატრიკ სმიტთან და ჟერემი შარდისთან. დელ პოტროს შეჩერება ნახევარფინალში სემ კუერიმ მოახერხა - 7:5, 7:5.
შემდეგ ტურნირს დელ პოტრო ინდიან უელსში ითამაშებს - სეზონის პირველ "მასტერსზე" მას უაილდ-ქარდი მისცეს.
რაც შეეხება კუერის მეტოქეს ფინალში, ეს იქნება რაჯივ რამი, რომელმაც გზა გადაუღობა ერთ-ერთ ფავორიტს გრიგორ დიმიტროვს - 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"