რაფაელ ნადალს აგასი სჭირდება

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ მწვრთნელს ნიკ ბოლეტიერის მიაჩნია, რომ რაფაელ ნადალს შედეგების გასაუმჯობესებლად, თავის გუნდში ყოფილი ჩოგბურთელის მიწვევა სჭირდება. ბოლეტიერიმ კონკრეტული კანდიდატურა დაასახელა - ანდრე აგასი.

"შეძლებს თუ არა რაფა წელს ძველი პოზიციების დაბრუნებას. ეს დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის. არ მგონია, რომ მან უარი უნდა თქვას ამჟამინდელი მწვრთნელის ტონი ნადალის სამსახურზე, მაგრამ, უმჯობესი იქნება, თუ თავის გუნდში დაამატებს ყოფილ ჩოგბურთელს. ამ როლზე მე რეკომენდაციას გავუწევდი ანდრე აგასის.

წაგებებმა რაფას დამაჯერებლობა წაართვა. არავინ იცის, რა ხდება მის გონებაში. დღეს ის თანდათან უმატებს და
შეუძლია გრუნტზე წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს ცოტაა რეიტინგის სათავეში დასაბრუნებლად. ასევე საჭიროა მოგებები ბალახზე და ჰარდზე", - ამბობს ბოლეტიერი.

* * *

ამასობაში, მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის აგენტმა ედუარდო არტალდიმ განაცხადა, რომ ნოვაკს თანამშრომლობაზე წინადადებით მიმართავს უამრავი ფირმა, მაგრამ ჩოგბურთელი მათ უარით ისტუმრებს.

"ნოვაკი მართლაც ფიქრობს სხვა ადამიანებზე. მე დაკავებული ვარ მისი კონტრაქტებით და ვიცი, რომ სპონსორობის სურვილი ჰქონდათ საბუკმეიკერო და ალკოჰოლურ კომპანიებს. ნოვაკმა უპასუხა: "შეგიძლიათ შემომთავაზოთ ნებისმიერი თანხა, მილიარდი დოლარიც კი, მაგრამ მე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვარ, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიყურებს, ამიტომაც არ შემიძლია მათ ცუდი მაგალითი მივცე", - თქვა არტალდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ რაფამ ახალი სისხლი არ გადაისხა ახალი მწვრთნელის სახით - აბსურდია, აბსურდია მის რაიმე წინსვლაზე და გამარჯვებაზე ფიქრი!
brola*
23:41 01-03-2016
0
იმდენი შენი აფერისტი...
fraternity
09:56 01-03-2016
0

სიახლეები პოპულარული