სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის საქართველო-დანიის დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კრისტიან სიგსგაარდს შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად, მარცხი განიცადა. ბასილაშვილმა ოთხს სეტში ანგარიშით 7:6, 1:6, 4:6, 4:6 წააგო.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კრისტიან სიგსგაარდი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში საერთოდ არ არის ასახული და შესაბამისად, ბასილაშვილს ყველა ფავორიტად მიიჩნევდა, რომელიც რეიტინგში 118-ე ადგილზეა.
დღის მეორე შეხვედრაში გიორგი ცივაძე (854) ფრედერიკ ნილსენს (374) დაუპირისპირდება.
რაგბი რა შუაშია? ნეტა ყველა სახეობაში გვყავდეს მასეთი პროფესიონალები და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ხალხი და იქნებ მერე მაინც ეშველოს სპორტს!!