დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის დაპირისპირების წყვილთა თანრიგში ქართული დუეტი ფრედერიკ ნილსენისა და ტომას კრომანის წყვილთან სამ სეტში ანგარიშით 6:7, 1:6, 2:6 დამარცხდა.
გამომდინარე აქედან საქართველოს ნაკრებისა და დანიას შორის საერთო ანგარიში 0:3 გახდა და ჩვენი ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯფუფში მოსახვედრად პლეი ოფის საგზურს ვეღარ მიიღებს.
ამის მიუხედავად ერთეულთა თანრიგის მატჩები ხვალ, 6 მარტს სპორტის ახალ სასახლეში მაინც გაიმართება.
6 მარტი. (13:00 საათიდან)
ნიკოლოზ ბასილაშვილი-ფრედერიკ
გიორგი ცივაძე-კრისტიან სიგსგაარდი
- დევისის თასზე გიორგი ცივაძეც დამარცხდა
- საქართველოსთვის დევისის თასი მოულოდნელი შედეგით დაიწყო