დევისის თასი: საქართველოს ნაკრებმა დანიასთან წყვილებში ერთი სეტიც ვერ მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრები ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე დევისის თასის წყვილთა თანრგიში დამარცხდნენ.

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის დაპირისპირების წყვილთა თანრიგში ქართული დუეტი ფრედერიკ ნილსენისა და ტომას კრომანის წყვილთან სამ სეტში ანგარიშით 6:7, 1:6, 2:6 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან საქართველოს ნაკრებისა და დანიას შორის საერთო ანგარიში 0:3 გახდა და ჩვენი ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯფუფში მოსახვედრად პლეი ოფის საგზურს ვეღარ მიიღებს.

ამის მიუხედავად ერთეულთა თანრიგის მატჩები ხვალ, 6 მარტს სპორტის ახალ სასახლეში მაინც გაიმართება.

6 მარტი. (13:00 საათიდან)
ნიკოლოზ ბასილაშვილი-ფრედერიკ
ნილსენი
გიორგი ცივაძე-კრისტიან სიგსგაარდი

- დევისის თასზე გიორგი ცივაძეც დამარცხდა
- საქართველოსთვის დევისის თასი მოულოდნელი შედეგით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარუმატებლობაზე უცებ წერთ და წარმატებებზე ნაკლებად... რატომ ხდება ასე... რამდენი საათია საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე რუსეთს აჯობა და ბრინჯაო მოიპოვა! არავინ ახსენებს... მსოფლიო ინტელექტუალურ თამაშებზე ბელა ხოტენაშვილმა და ნანა ძაგნიძემ მეორე ადგილები დაიკავეს... ისევ დუმილი... რა ხდება...
koba
21:31 05-03-2016
0
გაიტანეთ ეს ნაგავი. ნეკროლოგისთვის გამოდგება ეს "პეიზაჟი" თუ მირაჟი.
........
23:03 05-03-2016
0

სიახლეები პოპულარული