"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ვერ შევძლებ ინდიან უელსის ტურნირზე გამოსვლას, - მოჰყავს შარაპოვას სიტყვები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს. - ვცადე მარცხენა მხარის ტრავმის მოშუშება და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირისთვის მომზადება, მაგრამ არაფერი გამოვიდა".
"იმედია, წლევანდელი ტურნირი წარმატებით ჩაივლის, მე კი ვეცდები იქ მომავალ წელს დაბრუნებას", - დაამატა შარაპოვამ.
რუსი უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებს ტურში დაბრუნებას. ბოლო
სხვათა შორის, მარია შარაპოვამ დღეს, თბილისის დროით 23 საათზე სპეციალური პრესკონფერენცია დააანონსა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსმა, შესაძლოა 2016 წლის სეზონის ვადაზე ადრე დასრულების ან სულაც, დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"