"სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ"

AutoSharing Option
საქართველოს ქალ-ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფია შაფათავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

"ძალიან მაღიზიანებთ ის ხალხი, ვისაც ჩოგბურთში არაფერი გაგეგებათ და სტატუსებს წერთ, ვინ და როგორ ითამაშა! რატომღაც მე იურიდიული და მეცნიერული გამოხტომებით არ "გამოვდივარ" აქ! ჩემი სფერო არ არის და ჩუმად ვარ!

ხო, არ ითამაშეს "დევისის თასი" გადასარევად, მართალია! მაგრამ თქვენს ლანძღვას გულშემატკივრობა არ ჰქვია!

ფედერაციის თასზე რომ უკეთ ვითამაშეთ, ნაკლებად გვლანძღავდით?!

ქართველი ხალხის ჩვევაა
ეს - სიტყვით გამოსვლა და სხვაზე რაიმე ცუდის თქმა. მოვალთ ჩვენც თქვენთან ოფისში და მერე დავასტატუსებთ, რა ხართ!

არაფრის თქმას არ ვაპირებდი! მაგრამ სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ და თქვენგან მხარდაჭერა კი არა, ცარიელი ნეგატივი მოდის!" - წერს შაფათავა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ ჩვენი სამ შობლო საქართველო ძალიან პატარაა,მაგრამ აბიციები დიდი გვაქვს,რატომაც არა იტყვიან და მართლებიც იქნებიან,მაგრამ რესურსი საკმარისი არ გვაქვს და მაინც მსოფლიოს სპორტულ სარბიელზე ჩვენებურები დიდ წარმატებებს აღწევდნენ და აღწევენ.გავიხსენოთ:ჩოქბურთში მეტრეველი და მესხი,ველოსპორტში ომარ ფხაკაძე და აუარებლი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები,ჭიდაობის სხვა და სხვა სახეო ბებში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონე ბი,ტყვიით სროლაში,მშვილდოსნობაში, ბატუტზე ხტომაში,კიდევ ბევრ სახეობაში. რომ ამბობთ ჩვენი ჩოქბურთელები 10,50 ათასიანებში გამოდიხართ ვითომ რა არისო, რაგბისტები არგენტინელებთან აგებთო,დავაცადოთ ბატონო ყველაფერი კარგად იქნება,მხოლოდ ზოგირთები ნუ უშლიან საქართველოს წარმატებების მოპოვებაში ხელს.გახსოვთ ალბათ ველოტრეკი როგორ გაქრა, იპოდრომი გადათელეს,სჯობია ჩვენ ამ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება.ჩემი მწვრთნელი ვლადიმერ მაჩკალიანი იტყოდა ხოლმე წაგება და მოგება ძმები არ იანო.გაიხსენეთ მსოფლიო ჩოქბურთელმა აგასიმ წააგო სრულიად გამოუცდელ ქართველთან,ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.დავზოგოთ ერთმანეთი.
ანზორი
09 მარტი 2016 13:26
0
აუ ამ შაფათავებმა გაბურღეს ტვინი რა,ტაშს მაშინ დაგიკრავთ ფულის გამო ნაკრებიდან რომ არ გაიქცევით(ტატიშვილი,მეტრეველს ვგულისხმობ)და კორტზე ან სხვა მოედნებზე ყველა სპორცმენი თავს დადებთ როგორც მორაგბეები აკეთებენ ამას,ვიგაც განუთესავთან უშანსოდ წაგება ტაშს ნაგდად არ იმსახურებს და თუ ვინმე გაკრიტიკებთ(რბილად თუ მკაცრად)უნდა მოისმინოთ და გაითვალისწინოთ
Daviti
07 მარტი 2016 18:39
3
ვისაც "ისტორიული" სამშობლო არ მოსწონს, რა გააკეთა მის გასაკარგებლად.
gela
07 მარტი 2016 18:35
0
არ გადაგვაყოლეს ამ რაგბს!! ვიცით ბატონო მაგრები ხართ რაგბიში, თუმცა არც ისე მაგრები, რომ ამდენი იტრაბახოთ. მაშინ ახალზელანდიელებმა რაღა უნდა თქვან. მოუგებენ რუსებს, მიაყოლებენ რუმინელებს და წააგებენ არგენტინასტან ასტრონომიული ანგარიშით და იძახიან მაგრები ვართო. მაგრები კი ხართმ მაგრამ მეორე დონის. არ წაირეს ამ რაგბი, რაგბის ძახილით ტვინი!!!
ase xo დათო
07 მარტი 2016 18:19
0
Natali, რას წერ შენ თვითონვე თუ იცი? შენ თუ წახვედი აქედან და ბედნიერი თუ ხარ იმით რომ აქედან წახვედი ღმერთმა ხელი მოგიმართოს მაგრამ, მოიტა აქაურებს უსაქმურს, დაბოღმილს და ილუზიებში მცხოვრებ ხალხს მაინც ნუ გვეძახი.
მე, ჩემნაირებმა, ჩემზე უკეთესებმა და იმ "დაბოღმილა" ხალხმა მოვიტანეთ ეს ქვეყანა აქამდე ავად თუ კარგად და შენ რა ქენი აბა იმ რეალობის შესაცვლელად რომელსაც შენს პოსტში ხატავ?
საქართველოდან დაგაზე და ეგ ქენი, ამა თუ იმ საკითხზე კიდე ადამიანმა აზრი რომ გამოთქვას სულაც არ არის აუცილებელი იმ დარგის სპეციალისტი იყოს და რაო რა ხდება "შენს" ევრროპაში? ექიმები მხოლოდ მედიცინაზე საუბრობენ და მეტყევები კიდე ტყეზეეე? :)
JEFI
07 მარტი 2016 18:06
0
რატომ ნვრიულობთ და ხმაურობთ მეგობრებო? ამ წუთებში "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს და ხელი ეშლებათ მუსაობაში. ცოტა წყნარად რა!!!!
gia
07 მარტი 2016 17:50
0
საქართველო და ჩოგმურთი!!! რაღაც ვერ ჯდება ერთმანეთში. თუმცა ყოფილა წლები (საბჭოთა პერიოდი), ქართველები ესწრებოდნენ ჩოქბურთის თამაშებს და ისე იქცეოდნენ, როგორც ამ სპორტს შეეფერება. ახლა კი საქართველოს ყველაფერში უჭირს, მათ შორის მულშემატკივრობის ქცევის კუთხითაც. მოკლედ .......
ako
07 მარტი 2016 17:47
0
მარტალია ეს გოგო რას ერჩით.....ხშირად ვყოფილვარ მაგ დღეში....
terasini
07 მარტი 2016 17:39
0
სოფია, თუ შესაძლებლობა გექნება, ერთი წუთითაც არ დაფიქრდე და თავს უშველე, წადი აქედად. ტატიშვილმა უშველა უკვე თავს და მშვიდად ვარჯიშობს და ცხოვრობს. გარწმუნებ, ქართველები იუბლდონის მოგებასასც არ დაგიფასებენ თუ ერთი პატარა ჩავარდნა გექნება. ქართველთა უმრავლესობა, როგორი მწარე სიმართლეც არ უნდა იყოს, დანევროზებულია და რეალობას ვეღარ აღითქვავს იმ საშინელი ცხოვრების პირობების გამო, რომელის მად არის. გარწმუნებ, ის ადამიანები, ვინც შენ აქ გაკრიტიკებენ, არასოდეს დასწრებიან შენ გამოსვლას, თუნდაც თბილისში და ჩოგბურთის გაგებაშიც არ არიან. ისინი ფეხის ხმას აყვენ (როგორც ყველა საქმეში) და გლანძრავენ. ჩემი რჩევაა პირველი შესაძლებლოვისთანავე დატოვი ისტორიული "სამშობლო". არ მოგბეზრდათ იმ ქალაქში ცხოვრება და საქმის კეთება, სადაც სადარბაზოები და მიწისქვესა გადასასვლელები ტუალეტებადაა ქცეული? სადაც ყოველი მეორე "მათხოვრობს" ან მართლა მატხოვრობს! კარგით რა!!! ცხოვრება ხომ ერთი გაელვებაა. ერთხელ დაიბადო და ისიც თბილისში იცხოვრო!!!
natali
07 მარტი 2016 16:57
0
მე არ ვიცი როგორ თამაშობს ეს გოგონა, მაგრამ ტენისის გულშემატკივრობა ჩვენთან არ იციან. აქ არ შეიძლება ყვირილი, სტვენა, ლანძღვა. ეს ფეხბურთი კი არ არის, აქ შეიძლება წამის მეათედი კონცენტრაციის დაკარგვა წაგებულ ქულად დაგიჯდეს. ამ თამაშს უნდა მაღალი კონცენტრაცია და სიჩუმე, რაც ქართული "გულშემატკივრობის" პირობებში არ გამოვა.
daviti
07 მარტი 2016 16:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული