"სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ"

AutoSharing Option
საქართველოს ქალ-ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფია შაფათავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

"ძალიან მაღიზიანებთ ის ხალხი, ვისაც ჩოგბურთში არაფერი გაგეგებათ და სტატუსებს წერთ, ვინ და როგორ ითამაშა! რატომღაც მე იურიდიული და მეცნიერული გამოხტომებით არ "გამოვდივარ" აქ! ჩემი სფერო არ არის და ჩუმად ვარ!

ხო, არ ითამაშეს "დევისის თასი" გადასარევად, მართალია! მაგრამ თქვენს ლანძღვას გულშემატკივრობა არ ჰქვია!

ფედერაციის თასზე რომ უკეთ ვითამაშეთ, ნაკლებად გვლანძღავდით?!

ქართველი ხალხის ჩვევაა
ეს - სიტყვით გამოსვლა და სხვაზე რაიმე ცუდის თქმა. მოვალთ ჩვენც თქვენთან ოფისში და მერე დავასტატუსებთ, რა ხართ!

არაფრის თქმას არ ვაპირებდი! მაგრამ სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ და თქვენგან მხარდაჭერა კი არა, ცარიელი ნეგატივი მოდის!" - წერს შაფათავა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ ჩვენი სამ შობლო საქართველო ძალიან პატარაა,მაგრამ აბიციები დიდი გვაქვს,რატომაც არა იტყვიან და მართლებიც იქნებიან,მაგრამ რესურსი საკმარისი არ გვაქვს და მაინც მსოფლიოს სპორტულ სარბიელზე ჩვენებურები დიდ წარმატებებს აღწევდნენ და აღწევენ.გავიხსენოთ:ჩოქბურთში მეტრეველი და მესხი,ველოსპორტში ომარ ფხაკაძე და აუარებლი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები,ჭიდაობის სხვა და სხვა სახეო ბებში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონე ბი,ტყვიით სროლაში,მშვილდოსნობაში, ბატუტზე ხტომაში,კიდევ ბევრ სახეობაში. რომ ამბობთ ჩვენი ჩოქბურთელები 10,50 ათასიანებში გამოდიხართ ვითომ რა არისო, რაგბისტები არგენტინელებთან აგებთო,დავაცადოთ ბატონო ყველაფერი კარგად იქნება,მხოლოდ ზოგირთები ნუ უშლიან საქართველოს წარმატებების მოპოვებაში ხელს.გახსოვთ ალბათ ველოტრეკი როგორ გაქრა, იპოდრომი გადათელეს,სჯობია ჩვენ ამ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება.ჩემი მწვრთნელი ვლადიმერ მაჩკალიანი იტყოდა ხოლმე წაგება და მოგება ძმები არ იანო.გაიხსენეთ მსოფლიო ჩოქბურთელმა აგასიმ წააგო სრულიად გამოუცდელ ქართველთან,ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.დავზოგოთ ერთმანეთი.
ანზორი
13:26 09-03-2016
0
სოფია, თუ შესაძლებლობა გექნება, ერთი წუთითაც არ დაფიქრდე და თავს უშველე, წადი აქედად. ტატიშვილმა უშველა უკვე თავს და მშვიდად ვარჯიშობს და ცხოვრობს. გარწმუნებ, ქართველები იუბლდონის მოგებასასც არ დაგიფასებენ თუ ერთი პატარა ჩავარდნა გექნება. ქართველთა უმრავლესობა, როგორი მწარე სიმართლეც არ უნდა იყოს, დანევროზებულია და რეალობას ვეღარ აღითქვავს იმ საშინელი ცხოვრების პირობების გამო, რომელის მად არის. გარწმუნებ, ის ადამიანები, ვინც შენ აქ გაკრიტიკებენ, არასოდეს დასწრებიან შენ გამოსვლას, თუნდაც თბილისში და ჩოგბურთის გაგებაშიც არ არიან. ისინი ფეხის ხმას აყვენ (როგორც ყველა საქმეში) და გლანძრავენ. ჩემი რჩევაა პირველი შესაძლებლოვისთანავე დატოვი ისტორიული "სამშობლო". არ მოგბეზრდათ იმ ქალაქში ცხოვრება და საქმის კეთება, სადაც სადარბაზოები და მიწისქვესა გადასასვლელები ტუალეტებადაა ქცეული? სადაც ყოველი მეორე "მათხოვრობს" ან მართლა მატხოვრობს! კარგით რა!!! ცხოვრება ხომ ერთი გაელვებაა. ერთხელ დაიბადო და ისიც თბილისში იცხოვრო!!!
natali
16:57 07-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული