"სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ"

AutoSharing Option
საქართველოს ქალ-ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი სოფია შაფათავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გულშემატკივართა კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებმაც "დევისის თასზე" განცდილი მარცხის გამო ჩოგბურთელები გააკრიტიკეს.

"ძალიან მაღიზიანებთ ის ხალხი, ვისაც ჩოგბურთში არაფერი გაგეგებათ და სტატუსებს წერთ, ვინ და როგორ ითამაშა! რატომღაც მე იურიდიული და მეცნიერული გამოხტომებით არ "გამოვდივარ" აქ! ჩემი სფერო არ არის და ჩუმად ვარ!

ხო, არ ითამაშეს "დევისის თასი" გადასარევად, მართალია! მაგრამ თქვენს ლანძღვას გულშემატკივრობა არ ჰქვია!

ფედერაციის თასზე რომ უკეთ ვითამაშეთ, ნაკლებად გვლანძღავდით?!

ქართველი ხალხის ჩვევაა
ეს - სიტყვით გამოსვლა და სხვაზე რაიმე ცუდის თქმა. მოვალთ ჩვენც თქვენთან ოფისში და მერე დავასტატუსებთ, რა ხართ!

არაფრის თქმას არ ვაპირებდი! მაგრამ სახლში თამაში ყველაზე ცუდია, იცით, რატომ? აი, ასეთი გულშემატკივრები რომ ხართ და თქვენგან მხარდაჭერა კი არა, ცარიელი ნეგატივი მოდის!" - წერს შაფათავა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ ჩვენი სამ შობლო საქართველო ძალიან პატარაა,მაგრამ აბიციები დიდი გვაქვს,რატომაც არა იტყვიან და მართლებიც იქნებიან,მაგრამ რესურსი საკმარისი არ გვაქვს და მაინც მსოფლიოს სპორტულ სარბიელზე ჩვენებურები დიდ წარმატებებს აღწევდნენ და აღწევენ.გავიხსენოთ:ჩოქბურთში მეტრეველი და მესხი,ველოსპორტში ომარ ფხაკაძე და აუარებლი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები,ჭიდაობის სხვა და სხვა სახეო ბებში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონე ბი,ტყვიით სროლაში,მშვილდოსნობაში, ბატუტზე ხტომაში,კიდევ ბევრ სახეობაში. რომ ამბობთ ჩვენი ჩოქბურთელები 10,50 ათასიანებში გამოდიხართ ვითომ რა არისო, რაგბისტები არგენტინელებთან აგებთო,დავაცადოთ ბატონო ყველაფერი კარგად იქნება,მხოლოდ ზოგირთები ნუ უშლიან საქართველოს წარმატებების მოპოვებაში ხელს.გახსოვთ ალბათ ველოტრეკი როგორ გაქრა, იპოდრომი გადათელეს,სჯობია ჩვენ ამ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება.ჩემი მწვრთნელი ვლადიმერ მაჩკალიანი იტყოდა ხოლმე წაგება და მოგება ძმები არ იანო.გაიხსენეთ მსოფლიო ჩოქბურთელმა აგასიმ წააგო სრულიად გამოუცდელ ქართველთან,ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.დავზოგოთ ერთმანეთი.
ანზორი
13:26 09-03-2016
0
აუ ამ შაფათავებმა გაბურღეს ტვინი რა,ტაშს მაშინ დაგიკრავთ ფულის გამო ნაკრებიდან რომ არ გაიქცევით(ტატიშვილი,მეტრეველს ვგულისხმობ)და კორტზე ან სხვა მოედნებზე ყველა სპორცმენი თავს დადებთ როგორც მორაგბეები აკეთებენ ამას,ვიგაც განუთესავთან უშანსოდ წაგება ტაშს ნაგდად არ იმსახურებს და თუ ვინმე გაკრიტიკებთ(რბილად თუ მკაცრად)უნდა მოისმინოთ და გაითვალისწინოთ
Daviti
18:39 07-03-2016
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული