ინდიან უელსი: პირველი მსხვერპლი ენდი მარეი გახდა

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსის" პირველმა ორმა წრემ მშვიდად ჩაიარა, მაგრამ დაიწყო 1/16 ფინალი და პირველი სენსაცია მოხდა. ტურნირს გამოეთიშა მეორე ნომერი, ბრიტანელი ენდი მარეი, რომელსაც არგენტინელმა ფედერიკო დელბონისმა აჯობა.

თითქმის სამსაათიანი მარათონის მესამე სეტში ტაი-ბრეიკი გათამაშდა, რომელშიც, თავდაპირველად, მარეი დაწინაურდა, მაგრამ 2:3-ზე დელბონისმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და როგორც მატჩის შემდეგ აღნიშნა, კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

სხვა მატჩებში ლოგიკური შედეგები მივიღეთ - მოიგეს განთესვის უფრო მაღალი ნომრის მქონე ჩოგბურთელებმა. მათგან მხოლოდ რიშარ გასკესა და დავიდ გოფენს დასჭირდათ გადამწყვეტი სეტის თამაში.

* * *
ქალებმა დაასრულეს 1/16 ფინალში ურთიერთობის გარკვევა. კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა. მან 49 წუთში (!) დათმო შეხვედრა კაროლინა პლიშკოვასთან. სერბმა მხოლოდ მატჩის დებიუტში იბრძოლა, მაგრამ 2:2-დან ზედიზედ 10 (!) გეიმი წააგო - 2:6, 0:6.

მოულოდნელობა იყო 97-ე ჩოგანის მაგდალენა რიბარიკოვას გამარჯვება მეშვიდე ნომერთან ბელინდა ბენჩიჩთან - 6:4, 3:6, 6:3. შვეიცარიელი მესამე სეტში 1:4-ს აგებდა, შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ 3:4-ზე თავისი მოწოდება დათმო და მატჩის ბედი ვეღარ შემოატრიალა. რიბარიკოვას შემდეგი მეტოქე რობერტა ვინჩი იქნება, რომელმაც ელინა სვიტოლინას ისე მოუგო, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა - 6:1, 6:3.

წააგეს იმ ჩოგბურთელებმა, რომლებმაც წინა წრეში სენსაცია შემოგვთავაზეს: კაროლინ ვოზნიაცკის მძლეველი შუაი ჟანგი ორ სეტში დამარცხა ვიქტორია აზარენკასთან, ხოლო დენისა ალერტოვამ, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი გამოთიშა ბრძოლას, წააგო ტურის ყველაზე პროგრესირებად ჩოგბურთელთან, ბრიტანელ იოჰანა კონტასთან.

ქალები
1/16 ფინალი
მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 7) 6:4, 3:6, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 9)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 17) 6:1, 6:3; ტიმეა ბაშჩინსკი [შვეიც, 12)-ეჟენი ბუშარი (კან) 6:2, 5:7, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:4, 6:3; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 18)-ანა ივანოვიჩი (სერ, 14) 6:2, 6:0; იოჰანა კონტა (ბრიტ, 25)-დენისა ალერტოვა (ჩეხ) 6:4, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 26)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:4, 2:6, 6:4; დარია კასატკინა (რუს)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:4, 3:6, 7:6(2);

1/8 ფინალი
ს. უილიამსი (1)-ბონდარენკო; სტრიკოვა-ჰალეპი (5); ა. რადვანსკა (3)-იანკოვიჩი (19); გიბსი-კვიტოვა (8); რიბარიკოვა-ვინჩი (9); აზარენკა (13)-სტოსური (26); კასატკინა-ბაშჩინსკი (12); კარ. პლიშკოვა (18)-კონტა (25).

კაცები
1/16 ფინალი
ფედერიკო დელბონისი (არგ)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:4, 4:6, 7:6(3); სტენ ვავრინკა (შვეიც, 3)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:4, 7:6(5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:1, 7:6(3); რიშარ გასკე (საფ, 8)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 26) 2:6, 6:2, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 10)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:4, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 17) 6:2, 3:0 უარი; გაელ მონფილსი (საფ, 13)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:1, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-გუიდო პეია (არგ) 4:6, 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული