ქართულ-იტალიურმა დუეტმა მეორე წრეში უკრაინელების – კატერინა ბონდარენკოს და ოლგა სავჩუკის ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 7:6 (7:5), 5:7, 10:8.
ოქსანამ და სარამ უკვე 215-215 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს. დღეს მომდევნო რაუნდში ისინი მეოთხე ნომრად განთესილ ჩეხებთან - ანდრეა ჰლავაჩკოვასა და ლუსი ჰრადეცკასთან გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
ჩინურ გუანჯოუში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წყვილებში ბასილაშვილმა და ავსტრიელმა მაქსიმილიან ნოიკრისტმა შვეიცარიელი მარკო ჩიუდინელი და იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხეს - 7:5, 2:6, 15:13.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"