18 წლის ჩოგბურთელი ამ მოსაზრებას ინდიან უელსში ადასტურებს. მეორე რაუნდში მან გრიგორ დიმიტროვს მოუგო, გუშინ კი საათსა და შვიდ წუთში გაანადგურა ჟილ სიმონი - 6:2, 6:2. გერმანელმა პირველ მოწოდებაზე ქულების 80 პროცენტი აიღო, 11 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან ხუთი გამოიყენა.
მერვედფინალში ზვერევს სერიოზული გამომცდელი ეყოლება რაფაელ ნადალის სახით. ესპანელმა რევანში აუღო თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს ავსტრალიის ღია პირველობაზე მარცხის გამო - 6:0, 7:6(9). ნადალმა პირველ სეტში გაისეირნა,
ცოტათი იწვალა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის წინააღმდეგ. პირველი სეტის 7:5 მოგების შემდეგ, ნოვაკი 5:2 დაწინაურდა მეორე პარტიაში, ოთხი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ კოლშრაიბერმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. და როგორც პირველ სეტში, აქაც ჯოკოვიჩმა 6:5-ზე შეასრულა გადამწყვეტი ბრეიკი - 7:5, 7:5. ნოვაკის შემდეგი მეტოქე ესპანელი ფელისიანო ლოპესი იქნება.
სხვა მატჩებიდან საინტერესო მომენტების გამოყოფა შეიძლება. მაგალითად, ჯონ ისნერმა ადრიან მანარინოს წინააღმდეგ, 34-დან 34 ქულა აიღო პირველი მოწოდებით, მეორეზე კი მხოლოდ ოთხი გათამაშება დათმო - 6:4, 7:6(4).
ავსტრიელი დომინიკ ტიმი ტურის ლიდერია სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით. მან წელს 21-ე გამარჯვება ჯეკ სოკთან შეხვედრაში იზეიმა - 7:5, 6:7(5), 6:1.
* * *
ქალებმა ინდიან უელსში რვავე მერვედფინალი ითამაშეს და ერთი გამონაკლისის გარდა, ლოგიკური შედეგები მივიღეთ.
დამაჯერებლად მიიწევს წინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი, რომელმაც 72 წუთში გაანადგურა უკრაინელი კატერინა ბონდარენკო. ამერიკელმა თავიდან წააგო საკუთარი მოწოდება, თუმცა იქვე გამოასწორა სიტუაცია და 26 "ვინერსის" წყალობით ძალიან იოლად მოიგო - 6:2, 6:2.
მეოთხედფინალში სერენა მოქმედ ჩემპიონს სიმონა ჰალეპს შეხვდება. რუმინელი პირველ სეტში ჩამორჩა ჩეხ ბარბორა სტრიკოვას, მაგრამ 2:3-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. სტრიკოვამ კორტზე ექიმი გამოიძახა და მასთან კონსულტაციის შემდეგ, 3:6, 0:1-დან მიატოვა შეხვედრა.
მომდევნო ეტაპზე კიდევ ერთი სუპერწყვილი იქნება: აგნიეშკა რადვანსკა-პეტრა კვიტოვა. პოლონელი მეექვსედ ხვდებოდა ელენა იანკოვიჩს და მეექვსედ მოუგო მას. ორივე სეტი თითქმის ერთნაირი სცენარით წარიმართა: რადვანსკა თავიდან მდევრის როლში რჩებოდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ იღებდა გეიმებს. ამან მსოფლიოს მესამე ნომერს კომფორტული ანგარიშით მოგება მოუტანა - 6:3, 6:3.
პეტრა კვიტოვას კი ისევ უჭირს. ჩეხმა ზედიზედ მესამე სამსეტიანი მატჩი ჩაატარა და ბოლოს გამოსტაცა გამარჯვება ნიკოლ გიბსს.
რაც შეეხება ერთადერთ გამონაკლისს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ეს იყო მაგდალენა რიკაბიროკას მოგება რობერტა ვინჩისთან. იტალიელმა ტრავმის გამო ვერ შეძლო მატჩის დასრულება.
კაცები
1/16 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27 ) 7:5, 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 6:0, 7:6(9); კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-სტივ ჯონსონი (აშშ, 30) 7:6(6), 7:6(5); ჟო- ვიფლრიდ ცონგა (საფ, 7)-სემ კუერი (აშშ, 31) 6:3, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 9)-ადრიან მანარინო (საფ) 6:4, 7:6(4); დომინიკ ტიმი (ავსტრია, 11)-ჯეკ სოკი (აშშ, 21) 7:5, 6:7(5), 6:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14) 7:6(5), 6:7(10), 6:4; ალექსანდრ ზვერევი (გერ)-ჟილ სიმონი (საფ, 16) 6:2, 6:2.
1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ლოპესი (18); ტიმი (11)-ცონგა (7); ნადალი (4)-ზვერევი; ისნერი (9)-ნიშიკორი (5); გასკე (8)-ჩილიჩი (10); გოფენი (15)-ვავრინკა (3); ბერდიხი (6)-რაონიჩი (12); მონფილსი (13)-დელბონისი.
ქალები
1/8 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:2, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 5)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ) 6:3, 1:0 უარი; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 19) 6:3, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 4:6, 6:3, 6:4; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-რობერტა ვინჩი (იტა, 9) 6:2, 2:0 უარი; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 26) 6:1, 4:6, 6:1; დარია კასატკინა (რუს)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 12) 6:4, 6:2; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 18)-იოჰანა კონტა (ბრიტ, 25) 7:6(2), 3:6, 6:3.
1/4 ფინალი
ს. უილიამსი (1)-ჰალეპი (5); ა. რადვანსკა (3)-კვიტოვა (8); რიბარიკოვა-აზარენკა (13); კასატკინა-კარ. პლიშკოვა (18).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"