* * *
ბასილაშვილი ჩინურ გუანჯოუში ჩოგბურთელ ვაჟთა 50.000-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა და რეიტინგში 117-ედან 10 საფეხურით დაწინაურდა. გადამწყვეტ პაექრობაში მან ლუკას ლაცკოს (სლოვაკეთი) აჯობა - 6:1, 6:7, 7:5 და მთავარი პრიზი დაიმსახურა. თან ბასილაშვილმა გუანჯოუდან ჟენშენში გადაინაცვლა და იქაურ 75.000-იან ჩელენჯერტურნირში ჩაებმება. პირველ წრეში ფრანკო სკუგორს (ხორვატია) შეხვდება. ნიკას შანსი ეძლევა, პირველ ასეულს დაუბრუნდეს.აზერბაიჯანის დედაქალაქში ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი
აქვე ითამაშებს გიორგი ცივაძე, რომელსაც სტარტზე საქადათ აიარი (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას.
განახლებულ რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ერთეულთა თანრიგის მაჩვენებლები ასეთია: 107 (117). ნიკოლოზ ბასილაშვილი (548), 282 (287). ალექსანდრე მეტრეველი (174), 848 (858). გიორგი ცივაძე (22), 1104 (1103). გიორგი ჯავახიშვილი (9), 1438 (1440). ალექსანდრე ბაკში (3), 2084 (2090). ირაკლი მეტრეველი (1).
* * *
გუშინვე ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამაც გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი. გაუწყებთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს.ოქსანა კალაშნიკოვამ, როგორც გაუწყეთ, ინდიან უელსში იტალიელ სარა ერანისთან ერთად ნახევარფინალს უწია და 390 ქულაც დაიმსახურა, რითაც რეიტინგში 63-ედან 44-ე საფეხურზე აღზევდა.
ერთეულები. 228 (228). სოფიო შაფათავა (216), 327 (331). ეკატერინე გორგოძე (121), 427 (425). სოფიო ქვაცაბაია (78), 470 (469). მარიამ ბოლქვაძე (63), 666 (662). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 777 (776). თინათინ ყავლაშვილი (20), 1097 (1100). თამარ ჭალაგანიძე (7), 1211 (1214). ანა სანიძე (4).
წყვილები. 44 (63). კალაშნიკოვა (1590), 140 (140). შაფათავა (492), 187 (191). გორგოძე (355). 379 (376). ქვაცაბაია (136), 702 (701). ბოლქვაძე (40), 767 (774). ყავლაშვილი ნ(30), 1065 (1075). ახალკაცი (12), 1088 (1100). შანიძე (11), 1169 (1174). ჭალაგანიძე (9).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"