24 მარტს, ტურნირის 1/8-ფინალში, მე-6 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პეტერ გოიოვჩიკთან (გერმანია) დამარცხდა - 3:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი 21, მეორე კი 30 წუთში დათმო.
* * *
ბაქოში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში გიორგი ცივაძემ საქადათ აიარი (ყაზახეთი) დაამარცხა - 6:2, 7:5 და მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ პაველ ფილინის (ბელორუსი) მძლეველ (6:3, 6:3) ევგენი გიორგი ჯავახიშვილი მე-4 ნომრად განთესილ ევგენი ტიურნევთან ვერაფერს გახდა - 2:6, 1:6.
ჩვენებურებმა ვერც წყვილებში იყოჩაღეს: ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რობერტო ორტეგა-ოლმედოსა (ესპანეთი) და ილია ვუჩიჩის (სერბეთი) დუეტს დაძაბულ პაექრობაში დანებდნენ - 6:3, 3:6, 13:15.
* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა ანა შანიძემ, მაგრამ ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველ ჩოგბურთელს იანა მორდერგერმა (გერმანია) აჯობა - 6:1, 6:1.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"