მატჩი საათი და 50 წუთი გრძელდებოდა და ის ასეთ ანგარიშზე შეწყდა - 2:6, 6:4, 3:0 23 წლის ბოსნიელის სასარგებლოდ. ნადალმა 13-დან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ოთხი საკუთარი მოწოდება დათმო.
"პირველ პარტიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მაგრამ, შემდეგ თავბრუსხვევა დამეწყო და მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. მეორე სეტში მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი ბრძოლის გაგრძელებას. მინდოდა მატჩის ბოლომდე
თავბრუსხვევის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ფლორიდული სიცხე. რაფაელმა პირველად ვერ დაასრულა შეხვედრა 2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ. იქედან მოყოლებული, მან ჯამში 442 მატჩი ჩაატარა.
ნადალმა ასევე არ გააგრძელა მაიამიში წყვილების ტურნირი. მას და ფერნანდო ვერდასკოს მეორე წრეში ამერიკელების - ჯონ ისნერისა და ნიკოლას მონროს წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ.
* * *
საერთოდ არ მოუწია კორტზე გასვლა როჯერ ფედერერს. შვეიცარიელს ჰქონდა შეტანილი განაცხადი, მაგრამ ბოლო მომენტში თქვა უარი თამაშზე, რადგან სრულფასოვანი ვარჯიში ვერ ჩაატარა.
უარის მიზეზი გახდა არა მუხლის ტრავმა, რომელსაც ლეგენდა ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა, არამედ გასტროენტერიტი.
ფედერერი ძირითადი ბადეში არგენტინელმა ორასიო სებალიოსმა შეცვალა, რომელმაც შეძლო შემდეგ წრეში გასვლა - მან ორ სეტში დაამარცხა თანამემამულე ხუან მარტინ დელ პოტრო.
როჯერ ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში წაგების შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი.
კაცები
1/32 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კაილ ედმუნდი (ბრიტ) 6:3, 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-დენის ისტომინი (ტაჯ) 6:3, 7:5; ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 6:4, 6:3; დამირ ძუმჰური (ბოს)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 2:6, 6:4, 3:0 უარი; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-პიერ-უგ ერბერი (საფ) 6:2, 7:6(4); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რაჯივ რამი (აშშ) უარი; დავიდ ფერერი (ესპ, 8)-ტეილორ ფრიტცი (აშშ) 7:6(6), 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 9)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 10)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:4, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 11)-დუშან ლაიოვიჩი (სერ) 6:4, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-დენის კუდლა 7:6(4), 6:4; ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ჯონ ისნერი (აშშ, 13) 6:2, 2:6, 7:6(5); დომინიკ ტიმი (ავსტრია, 14)-სემ გროტი (ავსტრა) 7:5, 6:2; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:4, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 16)-ტაცუმა იტო (იაპ) 6:3, 6:2; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17)-ალიაჟ ბედენე (ბრიტ) 7:5, 2:2 უარი; ჟილ სიმონი (საფ, 18)-ხუან მონაკო (არგ) 7:5, 6:1; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 19)-ინიგო სერვანტესი (ესპ) 6:7(6), 7:6(9), 7:6(3); ბენუა პერი (საფ, 20)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:3, 6:4; იოშიჰიტო ნიშიოკა (იაპ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 21) 6:4, 6:4; ჯეკ სოკი (იაპ, 22)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:2, 3:2 უარი; პაბლო კუევასი (ურუ, 23)-ჯონ მილმენი (აშშ) 7:5, 6:4; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:2, 6:1; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 7:6(8), 4:6, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 27)-ანდრეას სეპი (იტა) 6:4, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ჟერემი შარდი (საფ, 28) 6:4, 6:4; ადრიან მანარინო (საფ, 29)-სემ კუერი (აშშ) 6:7(5), 6:2, 6:4; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30) 5:7, 6:3 უარი; სტივ ჯონსონი (აშშ, 31)-ალექსანდრ ზვერევი (გერ) 7:6(9), 7:6(3); ლუკა პუიე (საფ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 32) 6:2, 6:4; ჟოაო სოუზა (პორ, 33)-ვასეკ პოსპიშილი (კან) 6:7(1), 7:6(5), 6:2; ორასიო სებალიოსი (არგ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:4, 6:4.
ქალები
1/32 ფინალი
იულია გორგესი (გერ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 26) 3:6, 6:1, 6:4; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 20) 6:3, 6:0; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 11) 6:2, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-ტელიანა პერეირა (ბრა) 6:3, 6:0; სიმონა ჰალეპი (რუმ, 5)-დარია კასატკინა (რუს) 6:3, 7:5; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-მარგარტია გასპარიანი (რუს) 6:3, 6:1; მედისონ ბრენგლი (აშშ)-ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ) 7:5, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ალიზ კორნე (საფ) 6:0, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 23)-ვანია კინგი (აშშ) 7:5, 6:2; ელინა სვიტოლინა (უკრ, 12)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:1, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30)-ლესია ცურენეო (უკრ) 3:6, 6:4, 6:3; ზარინა დიასი (ყაზ)-დარია გავრილოვა (ავსტრა, 31) 7:5, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:3, 5:7, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:3, 4:6, 6:4; კაროლინ გარსია (საფ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21) 7:6 (5), 3:6, 7:6 (2); გარბინ მუგურუსა (ესპ, 4)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:7 (3), 6:3, 7:5; ნიკოლ გიბსი (აშშ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 27) 6:2, 6:4; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-საბინ ლისიცკი (გერ, 29) 6:4, 1:6, 7:6 (2); კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 8) 4:1 უარი; რობერტა ვინჩი (იტა, 9)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 1:6, 6:4, 7:6 (5); მედისონ კისი (აშშ, 22)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:4, 6:2; ელენა ვესნინა (რუს)-ვინუს უილიამსი (აშშ, 10) 6:0, 6:7 (5), 6:2; იოჰანა კონტა (ბრიტ, 24)-დანკა კოვინიჩი (ჩერ) 6:4, 6:2; მადგა ლინეტი (პოლ)-ელენა იანკოვიჩი (სერ) 1:0 უარი; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:2, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 32)-შუაი პენგი (ჩინ) 6:1, 3:6, 6:0; კოკო ვანდევეგე (აშშ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 6) 6:4, 6:2; ნაომი ოსაკა (იაპ)-სარა ერანი (იტა, 14) 6:1, 6:3; კიკი ბერტენსი (ჰოლ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 25) 6:1, 4:6, 6:1; ტიმეა ბაბოში (უნგ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 17) 5:7, 6:2, 7:6; ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ) 6:1, 6:1.
1/16 ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 5)-იულია გორგესი (გერ) 6:4, 6:1; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 3:6, 7:5, 6:3; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-ანა ივანოვიჩი (სერ, 16) 7:5, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:3, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ზარინა დიასი (ყაზ) 7:5, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-კაროლინ გარსია (საფ) 4:6, 6:2, 7:6 (6); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8) 6:4, 6:4; ელინა სვიტოლინა (უკრ, 12)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 23) 5:7, 6:4, 7:6 (1).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"