ერთეულთა თანრიგის მეორე წრეში მე-5 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ვალერია პოგრებნიაკი (რუსეთი) დაამარცხა იოლად - 6:2, 6:0 და მეოთხედფინალში ტაივანელი ბანიავი თამჩავაიტის მძლეველ (7:6, 7:5) ნასტია კოლართან (სლოვენია) გაარკვევს ურთიერთობას.
არადა, ბოლქვაძე წყვილებში სწორედ სლოვენიელთან არის შეამხანაგებული და განთესვით მეორე ნომერი აქვთ. სტარტზე კადარისა (რუმინეთი) და ნიუკის (შვედეთი) დამარცხების შემდეგ ქართულ-სლოვენიურმა დუეტმა ანა მარია პროკაჩი (იტალია) და ალექსანდრა ვალტერსი
მარიამი და ნასტია ნახევარფინალში მელისა იფიდჟენისა და მარგარიტა სკრიაბინას (ორივე-რუსეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა ასპარეზობის მეოთხე ნომერ ბრიტანელებს - მანიშა ფოსტერსა და ფრანჩესკა სტეფანსონს აჯობა - 4:6, 6:3, 12:10.
* * *
31 მარტს ისრაელის ჩელენჯტურნირში (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) ჩაება ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც სტარტზევე დამარცხდა სლოვენიელ ბლაჟ როლასთან - 1:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"