4 აპრილს, ერთეულთა სტარტზე ჩვენებურმა უკრაინელ ვერონიკა კაპშაის სამ სეტში სძლია - 6:4, 5:7, 7:5. მერვედფინალში რებეკა სრამკოვასა (სერბეთი) და არინა ფოლტსს (უზბეკეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წყვილებში შაფათავა ოლგა პოროშინასთან (რუსეთი) ერთად იასპარეზებს. ქართულ-რუსული დუეტი მესამე ნომრად განთესილ ნინა სტოიანოვიჩისა (სერბეთი) და იულია ტერზისკას (ბულგარეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პოლონურ კატოვიცეში საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ჰოლანდიელ * * *
მარიამ ბოლქვაძემ წინა კვირას ეგვიპტური შარმ ალ შეიხის 10.000-იან ტურნირში ერთბაშად ორი მთავარი პრიზი მოიპოვა (ერთეულებსა და წყვილებში). დღეიდან იგი ისევ ეგვიპტეში ითამაშებს. ერთეულებში ასპარეზობის მეოთხე ნომერია და მას იტალიელი კლაუდია ფრანცე გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში ბოლქვაძე ვიქტორია მუნტეანის (საფრანგეთი) შეუამხანაგდა. პირველ წრეში ტამარა ბიჟუკოვას და ვალერია პოგრებნიაკს (ორივე - რუსეთი) შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მეორე ნომრად განთესილ ნასტია კოლარს (სერბეთი) და კრისტინა შაკოვეცს (გერმანია) დაუპირისპირდება, რომლებიც მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდნენ.
საგულისხმოა, რომ წინა ტურნირი წყვილებში ბოლქვაძემ სწორედ კოლართან ერთად მოიგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"