ერთეულთა თანრიგის მეორე წრეში მან იტალიელი კლაუდია კრეშენზი დაამარცხა - 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევს რუს მარგარიტა სკრიაბინას, რომელმაც გუშინ ემა ბურგიჩ ბუკო (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4.
ბოლქვაძე ფრანგ ვიქტორია მუნტეანთან ერთად წყვილებში მე-2 ნომრად განთესილ ნასტია კოლარისა (სლოვენია) და კრისტინა შაკოვეცის (გერმანია) დუეტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქეები კორტზე არ გამოცხადდნენ, რადგან შაკოვეცმა ერთეულებში მუნტეანთან ორთაბრძოლისას პირველ სეტში
ქართულ-ფრანგულ ტანდემს ნახევარფინალში მეტოქედ კაროლინ კურზი (ავსტრია) და სადაფმოხ ტოლიბოვა (ბელორუსი) ეყოლება. ამ დუეტმა გუშინ პირველი სეტი ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ელენა-ტეოდორა კადაფსა (რუმინეთი) და ტარა კუროვიჩს (სერბეთი) 6:3 მოუგო. განთესილები ტრავმის გამო მერე კორტზე ვეღარ გავიდნენ.
* * *
უზბეკეთში 25.000-იან ტურნირებს გამოეთიშნენ სოფიო შაფათავა და ალექსანდრე მეტრეველი. შაფათავამ ოლგა დოროშინასთან (რუსეთი) ერთად წყვილებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ქსენია ლუკინასა და პოლინა მონოვასთან წააგო - 2:6, 7:5, 7:10.
მეტრეველმა მას შემდეგ, რაც პირველი ხელი დათმო ილია ივაშკასთან (ბელორუსი) - 0:6, მეორე სეტში 0:2-ზე წინააღმდეგობა შეწყვიტა.
მეტრეველი მომავალ კვირას ბუხარის 25.000-იან ტურნირში, შაფათავა კი სტამბოლში 50.000-იან ტურნირში ითამაშებს.
* * *
კატოვიცეს დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) დაემშვიდობა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა - წყვილებში ჩვენებური და ჰოლანდიელი დემი შუურსი რუსებთან - ვალენტინა ივახნენკოსა და მარია მელნიკოვასთან დამარცხდნენ - 5:7, 6:1, 5:10.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"