მარია შარაპოვას ბედი ივნისში გაირკვევა

AutoSharing Option
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დევიდ ჰაგერტიმ განაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ გაიწყო რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას საქმის გამოძიება.

ჰაგერტი არ გამორიცხავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უიმბლდონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღებენ. "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

აღვნიშნავთ, რომ რუსმა ჩოგბურთელმა არა ერთხელ განაცხადა, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე უნდა გამოსვლა.

ჰაგერტიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ არ გაამხელს გამოძიების დეტალებს, აგრეთვე, არ დაასახელებს საქმის მოსმენის ადგილს. ჩვეულებრივ, დოპინგთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ორი-სამი თვე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა
დროებით არის დისკვალიფიცირებული მელდონიუმის გამოყენების გამო და არ მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული