ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტალაჰასის ტურნირში პირველი წრე გადალახა

AutoSharing Option
თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკულ ტალაჰასიში იმყოფება და იქაურ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ჩაება.

მე-5 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებული ემილიო გომესი (ეკვადორი) დაამარცხა - 6:4, 7:5. მეორე წრეში ბასილაშვილი ჯეიმს მაკგის (ირლანდია) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ჩილელი ნიკოლა ხარი ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 7:5, 6:3.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი დომინიკელ ხოსე ერნანდეს-ფერნანდესთან ერთად ხარის და ეკვადორელ ნიკოლას ლაპენტის დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ჩიმკენტში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი. მესამე ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა სამ სეტში ალექსანდრ
ვასილენკო (რუსეთი) დაამარცხა - 5:7, 6:4, 7:5.

მერვედფინალში იგი დენის ევსეევის მძლეველ (6:7, 6:4, 7:5) მასპინძელს - რომან ხასანოვს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული