ჯოკოვიჩისა და მარეის უარი ოლიმპიურ სოფელს

AutoSharing Option
მამაკაცთა პროფესიული ტურის ვარსკვლავებს - სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ბრიტანელ ენდი მარეის სერიოზულად აქვთ განზრახული რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მოგება. და ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად, ისინი უარს ამბობენ ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღეს ოლიმპიურ სოფელში გაატარებს სერბეთის ნაკრებთან ერთად, მაგრამ ტურნირის დაწყებისთანავე, სხვა ადგილას გადაბარგდება.

ასევე ცალკე ცხოვრების სურვილი გამოთქვა ბრიტანელმა ენდი მარეიმაც.

"კერძო ბინაში ვიცხოვრებ. პეკინის ოლიმპიადის დროს, ოლიმპიურ სოფელში ვცხოვრობდი და იქ შესანიშნავი დრო გავატარე, მაგრამ, ამასთან, დაბალი შედეგები ვაჩვენე. ჩემი მთავარი მიზანი - ტურნირისთვის
უკეთ მომზადება და ჩემი ქვეყნისთვის მედლის მოგებაა. ვფიქრობ, სწორი საქციელია ის, რასაც სხვა ტურნირებზეც ვაკეთებ, კერძოდ, გარკვეულ პირად სივრცეს ვიტოვებ", - განაცხადა მარეიმ სააგენტო AP-თვის მიცემულ ინტერვიუში.

რიოს ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი 6-14 აგვისტოს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული