მსოფლიოს პირველი ჩოგანი ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღეს ოლიმპიურ სოფელში გაატარებს სერბეთის ნაკრებთან ერთად, მაგრამ ტურნირის დაწყებისთანავე, სხვა ადგილას გადაბარგდება.
ასევე ცალკე ცხოვრების სურვილი გამოთქვა ბრიტანელმა ენდი მარეიმაც.
"კერძო ბინაში ვიცხოვრებ. პეკინის ოლიმპიადის დროს, ოლიმპიურ სოფელში ვცხოვრობდი და იქ შესანიშნავი დრო გავატარე, მაგრამ, ამასთან, დაბალი შედეგები ვაჩვენე. ჩემი მთავარი მიზანი - ტურნირისთვის
რიოს ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი 6-14 აგვისტოს ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"