ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში იგებს, სოფიო შაფათავა - წყვილებში

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 10 მაისს გერმანიის ქალაქ ჰაილბორნის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) ჩაება.

სტარტზე იგი მე-4 ნომრად განთესილ დანიელ მუნოს დე ლა ნავას (ესპანეთი) დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:1. ჩვენებური მერვედფინალში სლოვენიელ ბლაზ როლას შეხვდება. ამ უკანასკნელმა გუშინ კვალიფიკაციიდან აღზევებულ პეტერ ტორებკოს (გერმანია) აჯობა - 3:6, 6:2, 6:3.

* * *
სოფიო შაფათავა უნგრეთის 25.000-იან ტურნირში ცდის ძალებს. ერთეულებში იგი სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ვალენტინა ივახნენკოსთან (რუსეთი) ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ქართულ-რუსული
დუეტი პირველ წრეში თავისუფალი იყო. გუშინ მეოთხედფინალში სოფიომ და ვალენტინამ უნგრელებს - კლაუდია საბოსა და დომინიკა ტორონის მშრალად მოუგეს - 6:0, 6:0.

ნახევარფინალში ისინი მეოთხე ნომრად განთესილ რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი)-ანა ვრლიჩისა (ხორვატია) და ირინა-მარია ბარა (რუმინეთი)-ადრიანა ლეკაის (ხორვატია) ტანდემებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგში ეკატერინე გორგოძემ გუშინ პირველივე ორთაბრძოლა ანა ბონდართან (უნგრეთი) დათმო - 3:6, 6:1, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად იტალიის დედაქალაქის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2.399.000 ევრო) მონაწილეობს წყვილებში.

პირველ წრეში მიღწეული წარმატების შემდეგ კალაშნიკოვა და ჰსიე დღეს რეიტინგფავორიტებთან - მარტინა ჰინგისსა (შვეიცარია) და სანია მირზასთან (ინდოეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული