ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰაილბრონის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ჰაილბრონის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) წარმატებული სტარტის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ, 12 მაისს მერვედფინალში სლოვენიელ ბლაზ როლას შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა მეტოქე - 6:7, 6:3, 7:6.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე იქნება ჰოლანდიელი, მერვე ნომრად განთესილი იგორ სიისლინგი, რომელმაც მეორე წრეში გერმანელი მაქსიმილიან მარტერესი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4.

* * *
სამარყანდის (უზბეკეთი) 50.000-იან საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ალექსანდრე მეტრეველი დმიტრი პოპკოსთან (ყაზახეთი) დამარცხდა - 2:6, 3:6, წყვილებში კი ტეიმურ ისმაილოვთან (უზბეკეთი) ერთად ოფლის დაუღვრელად გავიდა მეოთხედფინალში,
რადგან არსლან კარაცევისა (რუსეთი) და დმიტრი პოპკოს (ყაზახეთი) დუეტი არ გამოუცხადდა საპაექროდ.

საგულისხმოა, გუშინ სამარყანდში კიდევ სამმა ტანდემმა გააღწია ასე უბრძოლველად მეოთხედფინალში, მათ შორის - პირველ ნომრად განთესილმა სერგეი ბეტოვმა (ბელორუსი) და მიხაილ ელგინმა (რუსეთი), რომლებიც დღეს მეტრეველსა და პოპკოს დაუპირისპირდებიან.

აქვე წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით განახლებულ რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა მაჩვენებლებს გაუწყებთ:

* * *
ერთეულები: 125 (124). ნიკოლოზ ბასილაშვილი (463), 266 (273). ალექსანდრე მეტრეველი (193), 879 (841). გიორგი ცივაძე (19), 1100 (1104). გიორგი ჯავახიშვილი (9), 1420 (1425). ალექსანდრე ბაკში (3), 2060 (2062). ირაკლი მეტრეველი (1).

* * *
სოფიო ქვაცაბაია იტალიაში იმყოფება და სანტა მარგარეტა დი პულას ქალთა 10.000-იან ტურნირში მონაწილეობს.

მესამე ნომრად განთესილმა ქართველმა სტარტზე გერმანელ ჯულია კიმელმანს აჯობა - 6:3, 6:4, გუშინ მეორე წრეში იტალიელი კამილა სკალა ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 3:6, 6:4.

მეოთხედფინალში ქვაცაბაია რუს ოლესია პერვუშინასთან გაარკვევს ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გუშინ ტეს სუგნაუქსი (შვეიცარია) დაამარცხა - 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული