მარია შარაპოვა და შამილი ხავსს ეჭიდებიან

AutoSharing Option
მელდონიუმის მიღებაში მხილებულ რუს ჩოგბურთელს მარია შარაპოვას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის ეროვნულ ნაკრებში შეიყვანენ. ამის შესახებ ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშჩევმა განაცხადა.

"მარია იქნება განაცხადში. მაგრამ, თუ მას არ მისცემენ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას, ნაკრებში შევიყვანთ რეიტინგის მიხედვით მომდევნო ჩოგბურთელს", - განაცხადა ტარპიშჩევმა.

ოლიმპიური განაცხადის შედგენის ბოლო ვადა 6 ივნისია. რიოს თამაშებზე შარაპოვას შეცვლა 27 წლის ეკატერინა მაკაროვას ეკუთვნის.

შარაპოვას საქმის მოსმენა 18 მაისს, ლონდონში უნდა დაწყებულიყო. მოგვიანებით, პროცესი გადაიტანეს და ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, მარია შარაპოვამ
სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე აღებულმა დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა მელდონიუმზე. ჩოგბურთელი 12 მარტიდან ჩამოშორებულია საერთაშორისო ტურნირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული