რაფაელ ნადალი - უიმბლდონი კითხვის ნიშნის ქვეშ

AutoSharing Option
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის რაფაელ ნადალის მწვრთნელმა და ბიძამ ტონი ნადალმა განაცხადა, რომ რაფას მონაწილეობა უიმბლდონზე კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ნადალმა ორი კვირის წინ, მაჯის ტრავმის გამო როლან გაროსი მესამე წრიდან მიატოვა.

"რაფას დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. ჯერჯერობით ის აღდგენით პროცესს გადის და იცავს ექიმების ყველა მითითებას. არ გვინდა რისკის ქვეშ დავაყენოთ რაფაელის გამოსვლა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ამიტომაც გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ის უიმბლდონზე ითამაშებს", - განაცხადა ტონი ნადალმა.

ოლიმპიადისთვის უპირატესობის მინიჭება სავსებით გასაგებია. 2011 წლიდან მოყოლებული, ესპანელი ლონდონის
ტურნირზე მეოთხე წრეზე შორს არ გასულა, რიოს ოლიმპიადაზე კი რაფა ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშე უნდა იყოს.

"ახლა, პრიორიტეტი ენიჭება სრულ აღდგენას. თუ რაფა დაზიანებული მაჯით გააგრძელებს თამაშს, პარიზული ისტორია, შესაძლოა, არაერთხელ განმეორდეს", - დაამატა ტონი ნადალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული